Tuesday, October 6, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

საპროცესო შეთანხმებით მათ აღიარეს რევოლუციური სცენარის ავანგარდში ყოფნა- დავით მათიკაშვილი მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძეზე

October 6, 2026
საპროცესო შეთანხმებით მათ აღიარეს რევოლუციური სცენარის ავანგარდში ყოფნა- დავით მათიკაშვილი მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძეზე

საბოლოოდ ჩამოიშალა და ჩამოინგრა ე.წ. რევოლუციური ენთუზიაზმი, ეს არის აგენტის ბედი და ხვედრი, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რითაც 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულების: მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძის, გური ჟვანიასა და ირაკლი ჩხვირკვიას მიერ საპროცესო შეთანხმების მოთხოვნას გამოეხმაურა.

მისი თქმით, “პრაქტიკულად, ამ საპროცესო შეთანხმებით მათ აღიარეს რევოლუციური სცენარი და ამ რევოლუციური სცენარის ავანგარდში ყოფნა”.

“საბოლოოდ ჩამოიშალა და ჩამოინგრა ე.წ. რევოლუციური ენთუზიაზმი, რომელიც ამ ადამიანებს ჰქონდათ. ეს არის აგენტის ბედი და ხვედრი, ისე გამოგიყენებენ, ისარგებლებენ შენით, მერე მიგატოვებენ და საბოლოო ჯამში, შენ გიწევს სიმართლის აღიარება იმისთვის, რომ თვალი გასწორო რეალობას.

პრაქტიკულად, ამ აღიარებით მათ აღიარეს რევოლუციური სცენარი და ამ რევოლუციური სცენარის ავანგარდში ყოფნა. აღიარეს, რომ მთელი ეს შემადგენლობა წარმოადგენენ აგენტურულ ძალას, რომლებიც იღებენ დავალებებს უცხოეთიდან და შემდგომ ცდილობენ შეასრულონ, მაგრამ მათ შესრულება არ გამოდის. არ გააჩნიათ ამის რესურსი, არ გააჩნიათ საზოგადოების ნდობა და საბოლოო ჯამში, უწევთ ამ ყველაფრის სახელმწიფოს და საზოგადოების წინაშე აღიარება.

რაც შეეხება ბულინგს და აი, იმ პოსტებს, რაც ვნახეთ, საბოლოო ჯამში ყველა, ვინც კი არის გისოსებს მიღმა და საკუთარი დანაშაულის გამო დღეს (4 ოქტომბრის საქმეს ვგულისხმობ), ყველას ადრე თუ გვიან მოუწევს სიმართლისთვის თვალის გასწორება, თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც მაინც ჯიუტად იჩემებენ რევოლუციონერობას და არ სურთ ამ ყველაფერს თვალი თავის დროზე გაუსწორონ.

აქვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინი ერთმანეთს რომ აბულინგებენ, უშვერი სიტყვებით ლანძღავენ და აი, ამ უმსგავსობას საზოგადოებას ასმენინებენ, ეს არ არის პირველი შემთხვევა. საზოგადოება ამას დიდი ხანია თვალს ადევნებს და, ალბათ, კიდევ გაგრძელდება მანამ, სანამ არ მოხდება მათი, როგორც ერთიანი კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ განულება პოლიტიკური ერთეულებიდან”, – განაცხადა მათიკაშვილმა.

ინფორმაციისთვის, 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულები: მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე, გური ჟვანია და ირაკლი ჩხვირკია საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ.შეგახსენებთ იმასაც, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის თანახმად, ლაშა ბერიძესა და მურთაზ ზოდელავას 7-7 წლით, გური ჟვანიასა და ირაკლი ჩხვირკიას კი 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ბათუმში ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის სხვენში ხანძარი იყო – რა დეტალებია ცნობილი
  • გარდაბანში მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარედგინა – დადგინდა, რომ დაზარალებულმა ბრალდებულის არასრულწლოვან შვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც ბრალდებულმა დაზარალებულს დანით დაზიანებები მიაყენა – პროკურატურა
  • საპროცესო შეთანხმებით მათ აღიარეს რევოლუციური სცენარის ავანგარდში ყოფნა- დავით მათიკაშვილი მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძეზე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge