ქართველმა ქანთრი მუსიკოსმა, შოთა ადამაშვილმა ტეხასის ქანთრი მუსიკის საერთაშორისო კონკურსზე კიდევ ერთხელ გაიმარჯვა.
მუსიკოსმა გაიმარჯვა ნომინაციაში 2026 “TEXAS SOUNDS”- ის “წლის საუკეთესო შესრულება”.
“წელს გამიმართლა და “წლის საუკეთესო შესრულების“ ჯილდო მოვიპოვე; გულითად მადლობას გიხდით.” – წერს ადამაშვილი სოციალურ ქსელში.
აღსანიშნავია, რომ მან გასულ წელსაც მოიპოვა კონკურსის ჯილდო.
შარშან მუსიკოსმა ორ ნომინაციაში – 2025 წლის საუკეთესო ორიგინალური სიმღერა და Texas Spirit-ის წლის საუკეთესო შესრულება – გაიმარჯვა.
