Tuesday, October 6, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

კადრებთან დაკავშირებით ვიხილეთ იუსტიციის მინისტრის არათუ დამაბნეველი, არამედ ეჭვების გამაძლიერებელი კომენტარი- ირაკლი ფავლენიშვილი

October 6, 2026
ირაკლი ფავლენიშვილი ენმ-ის დროებითი მმართველობითი საბჭოს ხელმძღვანელი გახდა

[გიორგი დავითაძის საქმე] ეს არის პირველი, უპრეცედენტო შემთხვევა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, როდესაც ადამიანი თვითონ აცხადებს, რომ გახდა გაუპატიურების მსხვერპლი პენიტენციურ სისტემაში – საზოგადოებაში ეჭვები უფრო და უფრო ძლიერდება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი ფავლენიშვილმა მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „იმის მაგივრად, რომ კარები გახსნან უფლებადამცველებისთვის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ჟურნალისტებისთვის, ეჭვების გამაძლიერებელ, მოუმზადებელ და დამაბნეველ კომენტარებს აკეთებენ“.

„უკანასკნელი თვეების განმავლობაში არაერთხელ ვიხილეთ ინფორმაცია უფლებადამცველებისგან, პენიტენციურ სისტემაში საგანგაშო მდგომარეობის შესახებ. ციხეები გადავსებულია, პატიმრები საუბრობენ, მათ შორის, არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე. არცერთი ეს ფაქტი არ იქნა გამოძიებული. ასევე, ვიხილეთ, შემზარავი ფაქტი, როდესაც ადამიანი, ქართველი კაცი საუბრობს გაუპატიურებაზე. ეს არის პირველი, უპრეცედენტო შემთხვევა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, როდესაც ადამიანი თვითონ აცხადებს, კონკრეტული ადამიანის ჩვენებაა, სადაც ის ამბობს, რომ გახდა გაუპატიურების მსხვერპლი პენიტენციურ სისტემაში. ამ კადრებთან დაკავშირებით ვიხილეთ იუსტიციის მინისტრის არათუ დამაბნეველი, არამედ ეჭვების გამაძლიერებელი კომენტარი. საზოგადოებაში ეჭვები უფრო და უფრო ძლიერდება. იმის მაგივრად, რომ კარები გახსნან უფლებადამცველებისთვის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ჟურნალისტებისთვის, ეჭვების გამაძლიერებელ, მოუმზადებელ და დამაბნეველ კომენტარებს აკეთებენ“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

შეგახსენებთ, თბილისის სააპელაციო სასამართლოში, რუსთავის მე-6 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ განცხადება გააკეთა და ბადრაგი გაუპატიურებაში დაადანაშაულა. მისივე თქმით, აღნიშნული დეესკალაციის ოთახში განხორციელდა, მასში რამდენიმე პირი მონაწილეობდა და მისი მტკიცებით, „ყველაფერი კამერებში ჩანს“. საკითხს გამოეხმაურა სპეციალური პენიტენციური სამსახურიც და აღნიშნულს დეზინფორმაცია უწოდა. პენიტენციური სამსახურის მტკიცებით, დავითაძის მიმართ „არათუ სექსუალური, არამედ არანაირი სახის ძალადობას არ ჰქონია ადგილი“.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
  • პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
  • “თუკი ისინი გადაწყვეტენ შემდგომ პოლიტიკურ აქტივობას, ჰკითხავს ხალხი, რომ ეს როგორ იყო, რატომ იყო და ან აპატიებს ან არ აპატიებს” – სევდია უგრეხელიძე ზოდელავასა და ბერიძეზე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge