Friday, October 2, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

საჯარო მოხელე ამბობს, რომ სახალხო დამცველმა სამსახურიდან “ამოუხსნელი და აბსურდული“ მიზეზით გაუშვა

October 2, 2026
საჯარო მოხელე ამბობს, რომ სახალხო დამცველმა სამსახურიდან “ამოუხსნელი და აბსურდული“ მიზეზით გაუშვა

საკადრო წმენდა სახალხო დამცველის ოფისში? – საჯარო მოხელე მრავალწლიანი სტაჟით ამბობს, რომ ლევან იოსელიანმა სამსახურიდან ამოუხსნელი და აბსურდული მიზეზით გაუშვა.

მაკო არაბულს რეორგანიზაციის მოტივით მისი გაშვება დაუჯერებლად მიაჩნია და აცხადებს, რომ იოსელიანის სახალხო დამცველობის პერიოდში მის აპარატში საშიში ტენდენცია მკვიდრდება და ხალხს ოცნების მიერ მღებული და რეპრესიულად მიჩნეული კანონების დახმარებით სამსახურიდან უშვებენ.

11 წელი საჯარო სამსახურში, აქედან 7 წელი – სახალხო დამცველის აპარატში ვიმუშავე, საიდანაც რეორგანიზაციის საბაბით სამსახურიდან გავთავისუფლდი.
ამ წლებმა მომცა უდიდესი გამოცდილება და შესაძლებლობა მემუშავა ისეთ მწვავე პრობლემებზე, როგორიც არის მაგალითად, ფსიქიატრიული დაწესებულებების პაციენტების, უსახლკარო პირების, პატიმრების, სოციალურად დაუცველების, ძალადობის მსხვერპლი ქალების, შშმ პირების, დევნილების, ორსული ქალების უფლებრივი მდგომარეობა, სასამართლო სისტემის პრობლემები, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველ კანონმდებლობა და სხვა.
არსებული სასამართლო სისტემის პირობებშიც კი, ჩვენმა კონსტიტუციურმა სარჩელებმა არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება მოიტანა.
მიუხედავად იმისა, რომ საჯარო სამსახურმა ამ 11 წლის განმავლობაში გარკვეული ინსტიტუციური განვითარების ეტაპები გაიარა და ნელ-ნელა ყალიბდებოდა მიდგომა, რომ საჯარო მოხელე ხალხისა და კონსტიტუციის წინაშეა ანგარიშვალდებული, სამწუხაროდ, ბოლო წლებში ეს მცირე მონაპოვარიც ჩამოინგრა. ისევ დავბრუნდით საბჭოთა მენტალიტეტში, რომ საჯარო მოხელე არა ხალხის, არამედ მმართველი პარტიის ან ხელმძღვანელის წინაშეა ანგარიშვალდებული.
განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ სახალხო დამცველის აპარატშიც, ნორმად იქცა ეს მიდგომა.
კიდევ ერთი სამწუხარო ფაქტი ის არის, რომ „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ რეპრესიულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელმაც რეორგანიზაციის საბაბით მოხელეების უკონტროლოდ გათავისუფლება გახადა შესაძლებელი და რომლის არაკონსტიტუციურობაზეც მთელი აპარატი ერთსულოვნად თანხმდებოდა, დღეს სწორედ სახალხო დამცველი აღასრულებს ასე სანიმუშოდ, – წერს არაბული.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რას ამბობს პაპუაშვილი ლევან ახობაძის გათავისუფლებაზე
  • გალელი ქართველების “გააფხაზების“ ახალი გეგმა – ოკუპირებულ აფხაზეთში ქართული გვარების “გადაკეთებას“ კანონით აპირებენ
  • კობახიძის მიერ ტრამპთან ხელის ჩამორთმევის ფოტო პროტოკოლურია – გიორგი შარაშიძეხელის ჩამორთმევისას ვერანაირი მნიშვნელოვანი საკითხები ვერ განიხილებოდა-

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge