Friday, October 2, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

გალელი ქართველების “გააფხაზების“ ახალი გეგმა – ოკუპირებულ აფხაზეთში ქართული გვარების “გადაკეთებას“ კანონით აპირებენ

October 2, 2026
გალელი ქართველების “გააფხაზების“ ახალი გეგმა – ოკუპირებულ აფხაზეთში ქართული გვარების “გადაკეთებას“ კანონით აპირებენ

აფხა­ზე­თის დე ფაქ­ტო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გა­ლის რა­ი­ო­ნის ქარ­თვე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის “გა­ა­ფხა­ზე­ბას” გეგ­მავს – დე ფაქ­ტო პარ­ლა­მენ­ტში გან­სა­ხილ­ვე­ლად შე­ტა­ნი­ლია ცვლი­ლე­ბა, რო­მე­ლიც გა­ლის მო­სახ­ლე­ო­ბას ქარ­თუ­ლი გვა­რე­ბის აფხა­ზუ­რად გა­და­კე­თე­ბი­სა და ეროვ­ნე­ბის “აფხა­ზად” და­ფიქ­სი­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას სთა­ვა­ზობს, რა­საც შემ­დგომ დე ფაქ­ტო მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­ღე­ბაც მოჰ­ყვე­ბა.ცვლი­ლე­ბა უნდა შე­ვი­დეს “სა­მო­ქა­ლა­ქო სტა­ტუ­სის შე­სა­ხებ” დე ფაქ­ტო კა­ნონ­ში. პრო­ექ­ტში ნათ­ქვა­მია, რომ “აფხა­ზუ­რი ეროვ­ნე­ბი­სა და გვა­რის აღ­დგე­ნის უფ­ლე­ბა მი­ე­ცე­მა იმ უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებს, რომ­ლე­ბიც მუდ­მი­ვად ცხოვ­რო­ბენ აფხა­ზეთ­ში, ეთ­ნი­კუ­რი აფხა­ზე­ბი არი­ან, ან იმ ადა­მი­ა­ნე­ბის პირ­და­პი­რი შთა­მო­მავ­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც XIX-XX სა­უ­კუ­ნე­ებ­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი ან­ტი­ა­ფხა­ზუ­რი ეროვ­ნუ­ლი პო­ლი­ტი­კის შე­დე­გად და­კარ­გეს აფხა­ზუ­რი ეროვ­ნე­ბა”.

“კა­ნონპ­რო­ექ­ტი” ე.წ. სა­მარ­თლებ­რივ კო­მი­ტეტ­ში უკვე მო­ი­წო­ნეს და მისი გან­ხილ­ვა უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში დე ფაქ­ტო პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზეა და­გეგ­მი­ლი. ეს ცვლი­ლე­ბა გათ­ვლი­ლია გა­ლის რა­ი­ონ­ში მცხოვ­რე­ბი ეთ­ნი­კუ­რი ქარ­თვე­ლე­ბის­თვის. ლა­პა­რა­კია და­ახ­ლო­ე­ბით 30 000 კაც­ზე. მათ აფხა­ზე­თის ე.წ. მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა 2011 წელს ჩა­მო­ერ­თვათ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის გამო და მას შემ­დეგ მხო­ლოდ ბი­ნად­რო­ბის ნე­ბარ­თვე­ბი აქვთ, რაც მათ აფხა­ზეთ­ში ცხოვ­რე­ბის გარ­და ყვე­ლა პო­ლი­ტი­კურ და სა­მო­ქა­ლა­ქო უფ­ლე­ბას უზღუ­დავს, მათ შო­რის ე.წ. არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, სა­კუთ­რე­ბის ფლო­ბა­სა და ბიზ­ნე­სის და­წყე­ბას.

ინი­ცი­ა­ტი­ვას ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ებ­სა და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში მწვა­ვე წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა მოჰ­ყვა. გავ­რცელ­და ერ­თობ­ლი­ვი გან­ცხა­დე­ბაც, რო­მელ­შიც ნათ­ქვა­მია, რომ ამ “კა­ნო­ნის” მი­ღე­ბა “უკი­დუ­რე­სად სა­შიშ რის­კებს” ქმნის. მათი შე­ფა­სე­ბით, გა­ა­ფხა­ზე­ბულ ქარ­თვე­ლებს ოფი­ცი­ა­ლუ­რი თბი­ლი­სი ქარ­თუ­ლი გავ­ლე­ნის გა­საზ­რდე­ლად გა­მო­ი­ყე­ნებს, ხოლო “არა­ა­ფხა­ზი ჯა­შუ­შე­ბი” შეძ­ლე­ბენ “სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნო­ებ­ში” შეღ­წე­ვას და ან­ტი­ა­ფხა­ზუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბას. გან­ცხა­დე­ბის ავ­ტო­რე­ბი წე­რენ, რომ თუ გა­ლე­ლე­ბი “აფხა­ზე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი გახ­დე­ბი­ან და ამა­ვე დროს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა­საც შე­ი­ნარ­ჩუ­ნე­ბენ”, ისი­ნი შეძ­ლე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღონ არ­ჩევ­ნებ­ში, იყა­რონ კენ­ჭი პარ­ლა­მენ­ტი­სა და პრე­ზი­დენ­ტის არ­ჩევ­ნებ­ზე, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღონ რე­ფე­რენ­დუ­მე­ბის ინი­ცი­რე­ბა­სა და სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვან პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­ში”. მათი შე­ფა­სე­ბით, ეს საფრ­თხეს შე­უქ­მნის იმ ეროვ­ნულ ინ­ტე­რე­სებს, რომ­ლე­ბიც “უზარ­მა­ზა­რი მსხვერ­პლის ფა­სად იქნა მო­პო­ვე­ბუ­ლი”. ისი­ნი მო­ი­თხო­ვენ, შე­ჩერ­დეს კა­ნონპ­რო­ექ­ტის გან­ხილ­ვა და გა­ი­მარ­თოს სა­კი­თხის ფარ­თო, დე­ტა­ლუ­რი სა­ჯა­რო და სა­მეც­ნი­ე­რო გან­ხილ­ვა.

“სურთ, ქარ­თვე­ლე­ბი ხე­ლოვ­ნუ­რად აფხა­ზე­ბად აქ­ცი­ონ”
პა­ა­ტა ზა­ქა­რე­იშ­ვი­ლი, შე­რი­გე­ბის სა­კი­თხე­ბის ყო­ფი­ლი სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრი: – აფხა­ზეთ­ში მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი “გა­ქარ­თვე­ლე­ბის” პო­ლი­ტი­კა არ ყო­ფი­ლა და რა­საც ახლა აფხა­ზე­ბი ამ­ბო­ბენ, მას არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არა აქვს არც მე-19 სა­უ­კუ­ნეს­თან და არც სტა­ლინ-ბე­რი­ას­თან.

დღეს აფხა­ზე­ბის მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა დე­მოგ­რა­ფი­აა და ამის მო­საგ­ვა­რებ­ლად ცდი­ლო­ბენ ის­ტო­რია მო­იხ­მონ. აფხა­ზე­ბი ცო­ტა­ნი არი­ან და მათი მი­ზა­ნია, ეს სუ­რა­თი რა­მე­ნა­ი­რად სა­თა­ვი­სოდ შეც­ვა­ლონ. იქვე აქვთ გა­ლის რა­ი­ო­ნი, სა­დაც ძა­ლი­ან ბევ­რი ერ­თი­ა­ნი გვა­რის ხალ­ხია, მათ შო­რის ისე­თი გვა­რე­ბის, რომ­ლე­ბიც ერ­თდრო­უ­ლად გვხვდე­ბა ქარ­თვე­ლებ­შიც და აფხა­ზებ­შიც და ცდი­ლო­ბენ ეს გა­მო­ი­ყე­ნონ. სომ­ხურ ან რუ­სულ გვარს ვერ აქ­ცევ აფხა­ზუ­რად, მეგ­რუ­ლი წარ­მო­შო­ბის ქარ­თულ გვარ­ზე პა­რა­ზი­ტი­რე­ბა კი იო­ლია.

მეგ­რუ­ლი წარ­მო­შო­ბის გვა­რებ­ში ბევ­რი აფხა­ზუ­რი ძი­რია. დე­და­ჩე­მი კვა­ზა­ვა იყო და ძა­ლი­ან ბევ­რი აფხა­ზია კვა­ზა­ვა. ასე­თი უამ­რა­ვი მა­გა­ლი­თის მოყ­ვა­ნა შე­იძ­ლე­ბა. ამი­ტომ ქარ­თუ­ლი გვა­რე­ბით ძა­ლი­ან იო­ლია აფხა­ზუ­რი პო­პუ­ლა­ცი­ის გა­ბერ­ვა. მათი არ­გუ­მენ­ტე­ბი, რომ თით­ქოს ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ოდეს­ღაც აფხა­ზე­ბი იყ­ვნენ და შემ­დეგ პო­ლი­ტი­კის შე­დე­გად გა­ქარ­თველ­დნენ, მხო­ლოდ მი­ა­მი­ტი ობი­ვა­ტე­ლის­თვის შე­იძ­ლე­ბა იყოს და­მა­ჯე­რე­ბე­ლი. განაგრძეთ კითხვა …

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • სპეციალური პენიტენციური სამსახური, 2025 წლის 21 დეკემბერს, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში გადაყვანისა და იქ ყოფნის ამსახველ ვიდეოკადრებს ასაჯაროებს
  • სავარაუდო გაუპატიურება ციხეში – ირმა ინაშვილი ითხოვს, დადგეს მე-6 დაწესებულების დირექტორის პასუხისმგებლობის საკითხი
  • “გურამ დადიანიძის “ფეისბუქიდან” აღდგენილ მონაცემებში კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი და საინტერესო დეტალები შევნიშნეთ!” – რა ინფორმაცია ვრცელდება ანონიმურ ფეისბუქ-გვერდზე?

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge