Sunday, July 27, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რა გახდა კლინიკაში 7 წლის ბავშვის გარდაცვალების მიზეზი – ახალი დეტალები

August 3, 2022
რა გახდა კლინიკაში 7 წლის ბავშვის გარდაცვალების მიზეზი – ახალი დეტალები

თბილისში, მანაგაძის სახელობის უროლოგიის ეროვნულ ცენტრში 7 წლის ბავშვის გარდაცვალების საკითხის მოკვლევაში ჯანდაცვის რეგულირების სააგენტო ოფიციალურად ჩაერთო.

საგამოძიებო უწყებამ უნდა დაადგინოს, რა გახდა არასრულწლოვნის გარდაცვალების მიზეზი, რომელსაც ოპერაციამდე, ანესთეზიის გაკეთებისას სუნთქვის და გულის მწვავე უკმარისობა დაეწყო, საბოლოოდ კი, გული გაუჩერდა.

მედიასთან კომენტარი გააკეთა კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, ამბროსი პერტიამ. მისი თქმით, ექსპერტიზა დაადგენს, რა გახდა უბედური შემთხვევის მიზეზი.

“ბავშვს უტარდებოდა უროლოგიური ოპერაცია შარდსადენ მილზე. საწყისი ნარკოზის ჩატარების შემდგ, რამდენიმე წუთში განვითარდა სუნთქვის დარღვევა, გულის რიტმის დარღვევა და გულის გაჩერება. სიკვდილის კონკრეტული მიზეზი დადგინდება მხოლოდ და მხოლოდ ექსპერტიზის შედეგად. ყველა სამედიცინო კვლევა იყო ჩატარებული ნარკოზის სახეობის შესახებ, ეს იყო უკვე მესამე ჩარევა ამ პრობლემაზე, რამდენიმე წლის წინ ჩატარდა კიდევ ერთი, ოღონდ ის ჩატარდა ანესთეზიის სხვა სახეობით”, – განუცხადა მან “მთავარ არხს”.

ოჯახის წევრები მედპერსონალს ადანაშაულებენ და მომხდარის მიზეზად ანესთეზიის გადაჭარბებულ დოზას ასახელებენ.

“ბავშვმა მითხრა, არ დამტოვოო, ხელი მომკიდა და ვუთხარი, ნარკოზის გაკეთების დროს შემიყვანეთ-მეთქი. ვენაში შეუყვანეს ნარკოზი – ბავშვმა ხელი დაიდო და ვიხრჩობიო, მითხრა. ერთი სიტყვა თქვა, ვიხრჩობიო, თვალები გადააყირავა, ანესთეზიოლოგმა თქვა, ეს იცის ნარკოზმაო, თქვენ უნდა გახვიდეთ, მე ყველაფერს გავაკეთებო, ხოდა გამომიშვეს. ძალით მომიკლეს ჩემი შვილი. დამიხვრჩვეს, არაფერი პრობლემა არ ჰქონდა. გაგუდეს, ზედმეტი დოზა მისცეს და გარეთ მითხრეს, ოპერაციას შემდგომი გართულება მოჰყვაო. მე ჩემს შვილს გავხადე და არააქვს ოპერაცია გაკეთებული, ქირურგია საერთოდ არაა ჩატარებული”, – ამბობს გარდაცვლილის დედა “ტელეკომპანია მთავართან” საუბარში.

გარდაცვლილის ოჯახი ახლა ლევან სამხარაულიდ ესქპერტიზის ბიუროს პასუხს ელოდება.

ამავე თემაზე: “კუბოს ფიცრამდე ჩავყვები ამ საქმეს” – კლინიკაში დაღუპული 7 წლის ბავშვის ბიძა

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ერთი მოკლული და ერთი დაჭრილი – სისხლიანი გარჩევა ქუთაისში
  • ტემპერატურა 41 გრადუსამდე მოიმატებს – სინოპტიკოსების გაფრთხილება
  • თბილისში გაუპატიურების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge