Friday, October 2, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“საქართველო ევროპის საუკეთესო ხუთეულშია – ევროკომისიის კვლევის შედეგები მკაფიო პასუხია ნებისმიერ პოლიტიკურ სპეკულაციაზე”- სადღობელაშვილი მთავრობისადმი ნდობის რეიტინგზე

October 2, 2026
“საქართველო ევროპის საუკეთესო ხუთეულშია – ევროკომისიის კვლევის შედეგები მკაფიო პასუხია ნებისმიერ პოლიტიკურ სპეკულაციაზე”- სადღობელაშვილი მთავრობისადმი ნდობის რეიტინგზე

ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი, ევროკომისიის კვლევის შედეგებს, რომლის თანახმად, მთავრობის მიმართ ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ხუთეულშია, სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ ეს შედეგები მკაფიო პასუხია ნებისმიერ პოლიტიკურ სპეკულაციაზე.

მისი განცხადებით, კვლევის შედეგი არის როგორც ხელისუფლების ეფექტური მუშაობის დასტური, ისე ქართული საზოგადოების სიმწიფისა და სახელმწიფოებრივი აზროვნების მაჩვენებელი.

„საქართველო ევროპის საუკეთესო ხუთეულშია!!!

– საერთაშორისო ავტორიტეტული ინსტიტუტების კვლევები კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ რეალურ პროგრესსა და სტაბილურობას, რომელსაც საქართველო ბოლო წლების განმავლობაში აღწევს. მსოფლიო ბანკის გლობალური მმართველობის ინდიკატორების (WGI) ფარგლებში გამოქვეყნებული ევროკომისიის „ევრობარომეტრის“ კვლევის შედეგები მკაფიო პასუხია ნებისმიერ პოლიტიკურ სპეკულაციაზე!!!

– შეფასების 100%-იანი სისტემით საქართველოს მთავრობისადმი ნდობის მაჩვენებელმა 54.1% შეადგინა.
– საქართველომ ევროპის მასშტაბით მე-5 პოზიცია დაიკავა და ისეთი ქვეყნების გვერდით დასახელდა, როგორებიცაა ლუქსემბურგი, დანია, მონტენეგრო და ავსტრია.

– 2024 წლის მონაცემებით საქართველო ევროპაში მე-8 პოზიციას იკავებდა, ახალი მონაცემებით კი პოზიციები კიდევ 3 საფეხურით გააუმჯობესა.

– ხალხისა და ხელისუფლების მყარი კავშირი

ევროკომისიის „ევრობარომეტრი“ არის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ყველაზე ობიექტური და სანდო ინსტრუმენტი ევროპაში. როდესაც ამ მასშტაბის კვლევაში მოსახლეობა მაღალ ნდობას უცხადებს მთავრობას, ეს პირდაპირ მეტყველებს იმაზე, რომ გატარებული პოლიტიკა პასუხობს მოქალაქეების რეალურ საჭიროებებსა და ინტერესებს.

– ინსტიტუციური სტაბილურობა

მსოფლიოში არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევებისა და ეკონომიკური რყევების ფონზე, საქართველო ინარჩუნებს მაღალ საზოგადოებრივ კონსოლიდაციას. შედარებისთვის, ევროპის ისეთ წამყვან ქვეყნებში, როგორებიცაა საფრანგეთი თუ ნიდერლანდები, მთავრობებისადმი ნდობის მაჩვენებლები ბოლო პოზიციებზეა.

– საერთაშორისო აღიარება

მსოფლიო ბანკისა და ევროკომისიის ერთობლივი მონაცემები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტები მუშაობენ გამჭვირვალედ, ეფექტურად და ევროპული სტანდარტების სრული დაცვით.

დასკვნა: ეს შედეგი არის არა მხოლოდ ხელისუფლების ეფექტური მუშაობის დასტური, არამედ ქართული საზოგადოების სიმწიფისა და სახელმწიფოებრივი აზროვნების მაჩვენებელი. საქართველო აგრძელებს სვლას ევროპული დემოკრატიული სტანდარტების განმტკიცებისაკენ!“ – წერს სადღობელაშვილი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “სანქციები გახლავთ დიდ ბრიტანეთსა და რუსეთს შორის ანგარიშსწორების ნაწილი, აქ ჩვენი ინტერესი არავის აქვს, არც რაიმეს გაკეთების, არც რაიმეს გაფუჭების”- რას ამბობს შალვა პაპუაშვილი
  • ეს მოსალოდნელი იყო ჯერ კიდევ იმ დროიდან, როდესაც „ოცნებამ“ ე.წ. გამჭვირვალობის კანონი შემოაბრუნა- გიორგი შარაშიძე ადენაუერის ფონდის ოფისის დახურვაზე
  • “თბილისის არცერთ საბავშვო ბაღში, რომლის მდგომარეობაც არ არის უსაფრთხო, სააღმზრდელო პროცესი არ მიმდინარეობს” – ბაგა-ბაღების სააგენტო

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge