Friday, October 2, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“სანქციები გახლავთ დიდ ბრიტანეთსა და რუსეთს შორის ანგარიშსწორების ნაწილი, აქ ჩვენი ინტერესი არავის აქვს, არც რაიმეს გაკეთების, არც რაიმეს გაფუჭების”- რას ამბობს შალვა პაპუაშვილი

October 2, 2026
“არავის საქმე არ არის საქართველოს სუბიექტი რა საკითხზე მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს და რა გადაწყვეტილებას მიიღებს…” – რას ამბობს შალვა პაპუაშვილი

გაფუჭებული საათი დღეში ორჯერ სწორ დროს აჩვენებს, ამ შემთხვევაში შეიძლება, რაღაც გადაწყვეტილება ჩვენი გადმოსახედიდანაც იყოს სწორი, მაგრამ ის გაფუჭებული საათი, რომელიც დიდ ბრიტანეთს აქვს სანქციებთან დაკავშირებით, ისევ გაფუჭებულ საათად რჩება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სანქციები დიდი ბრიტანეთისა და რუსეთის ურთიერთობის ნაწილია და საქართველოს ინტერესები არაფერ შუაში არ არის.

„სანქციების დაწესება დიდი ბრიტანეთის საქმე არის და მათი გადასაწყვეტი არის, მათი კრიტერიუმებია. ვიტყოდი, არარელევანტური გადაწყვეტილებაა. ეს არც რაიმეს არგებს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და არც რაიმეს აკლებს. ეს არის დიდი ბრიტანეთის პოლიტიკის ნაწილი. და ამის შემდეგ რას აკეთებს დიდი ბრიტანეთი? „მი ექვსის“ რაზმი ჩავა ცხინვალში და აიყვანს ვინმეს, თუ რას იზამს? ეს არის დიდი ბრიტანეთის პოლიტიკა რუსეთთან დაკავშირებით, აქ ჩვენ არაფერ შუაში ვართ. აქ ჩვენ ვართ მხოლოდ შემთხვევით მოხვედრილი, ასე ვთქვათ. აქ საქართველო იქნებოდა, სომხეთი თუ ლიეტუვა, მაგას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. ეს არის ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის. როგორ უნდა უთხრა მადლობა ქვეყანას, რომელიც ჩვენთანაც კონსულტაციებსაც არ გადის ამ საკითხთან დაკავშირებით, იქნებ ვიღაცა დასამატებელი გვყავს, ხომ უნდა გაიარონ ჩვენთან კონსულტაცია, თუ ჩვენი ინტერესებით მოქმედებენ? მე იმის თქმა მინდა, რომ ეს გახლავთ დიდ ბრიტანეთსა და რუსეთს შორის ანგარიშსწორების ნაწილი. აქ ჩვენი ინტერესი არავის არ აინტერესებს – არც რაიმეს გაკეთება, არც რაიმეს გაფუჭება. კიდევ ერთხელ, ეს ადამიანები არიან რუსეთში, თავის სახელმწიფოდ მაინც აღიქვამენ რუსეთს, იქ არიან. ეს საკითხი არის დიდ ბრიტანეთსა და რუსეთს შორის დაპირისპირების საკითხი. დიდი ბრიტანეთისთვის ჩვენი ინტერესი აბსოლუტურად რელევანტური არ არის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოში ბრიტანეთის საელჩომ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, „რუსეთის სანქციების რეჟიმის“ ფარგლებში, სანქციას უწესებს 31 ფიზიკურ პირს, შორის არის სამი პირი, რომლებიც კავშირში არიან საქართველოს უკანონოდ ოკუპირებულ რეგიონებთან – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან: მარატ კამბოლოვი, ალან გაგლოევი და სერგეი ტოლმაჩოვი.

ამასთან, დიდმა ბრიტანეთმა საქართველოს ოთხ მოქალაქეს – მამუკა ფიფიას, ნიკოლოზ მჟავანაძეს, გიორგი ირემაძესა და პაატა აბულაძეს სანქციები დაუწესა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “გურამ დადიანიძის “ფეისბუქიდან” აღდგენილ მონაცემებში კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი და საინტერესო დეტალები შევნიშნეთ!” – რა ინფორმაცია ვრცელდება ანონიმურ ფეისბუქ-გვერდზე?
  • “ყველა რუსული დრონის წარმოების ხაზზე გაჩერება შესაძლებელია, საჭიროა ქვეყნების პოლიტიკური ნება, თუ კრემლმა მეტი დარტყმა აირჩია, სანქციებმა უნდა იმუშაოს, უნდა გამკაცრდეს”- რას ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი
  • რას ამბობს პაპუაშვილი ლევან ახობაძის გათავისუფლებაზე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge