“თუ კედელზე თოფი კიდია, ის აუცილებლად გაისვრის” | ასე უპასუხა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კითხვას ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობის შესახებ. მისივე თქმით, აუცილებელია რომ მსგავსი სცენარი ნებისმიერ ფასად იქნას თავიდან აცილებული.
“ამ აშკარა აგრესიის საპასუხოდ, რუსეთი იძულებული გახდა, იარაღით ხელში დაეცვა თავი. არ არის საჭირო რუსეთის განადგურება სტრატეგიულ იდეოლოგიად იქცეს” | ამბობს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი პრესკონფერენციაზე.
