მიხიელ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია ამბობს, რომ მისი შვილის რეიტინგი საზოგადოებაში ძალიან გაიზარდა და ამას თავდვე გრძნობს.
როგორც რიყის პარკში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ორგანიზებულ საპროტესტო აქციაზე განაცხადა, ის ხალხში დადის და ხვდება, რომ მათ ყველაფერი გადააფასეს და მიხვდნენ, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება.
ძალიან აიწია ჩემი შვილის რეიტინგმა, მე ამას ვგრძნობ. დავდივარ ქუჩაში, მხვდება ხალხი, მომხრეების რიცხვი გაიზარდა, გაიზარდა და ახლა არის პიკში, იმიტომ რომ ხალხმა ბევრი რამე გადააფასა, დაფიქრდნენ, შეადარეს იმას, რაც ხდება დღეს, ეს ნარკომანია, კრიმინალის დონე საშინელი, არნახული, რაც უკვე დავიწყებული გვქონდა, წლების მანძილზე ეს აღარ ხდებოდა, ხალხს მიეცა საშუალება ახლა ეს ყველაფერი შეადარონ, შეაფასონ, ეს უნდა დასრულდეს, რომ ჩვენ გავაგრძელოთ და დავიწყოთ ნორმალური ცხოვრება, – განაცხადა ალასანიამ.
