პატიმრობაში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი თავი სერვანტესსა და მანდელას შეადარა.
„აქამდე თავს იმით ვიმშვიდებდი, რომ ჩემი საყვარელი მწერალი სერვანტესი და ჩემი უახლოესი მეგობარი და პოლიტიკური მოკავშირე ჯონ მაკკეინიც ხუთი წელი იყვნენ დატყვევებული. ახლა უკვე გრაფ მონტე-კრისტოს და ნელსონ მანდელას კატეგორიაში მიხდება გადასვლა და მაინც, მიუხედავად ყველაფრისა, როგორც არასდროს, ვარ ოპტიმისტურად განწყობილი, იმიტომ, რომ ხალხის 80% აზრზეა მოსული“, – წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
