Thursday, October 1, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

შსს ნაციონალურ მოძრაობას აფრთხილებს

October 1, 2026
შსს ნაციონალურ მოძრაობას აფრთხილებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ” რიყის დოქების მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილ აქციას განცხადებით ეხმაურება.

სულხან თამაზაშვილის უწყება მოუწოდებს შეკრების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ შეუშალონ ხელი „თბილისობა 2026“-ის ღონისძიებების მოსამზადებელ სამუშაოებს და არ შევიდნენ იმ ტერიტორიებზე, სადაც შესაბამისი სამსახურები სამუშაოებს ახორციელებენ.

მათივე თქმით, ამასთან, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მოქალაქეები არ მიუახლოვდნენ რიყის დოქების მიმდებარე ტერიტორიას, სადაც მიმდინარეობს სადემონტაჟო სამუშაოები.

“არაერთ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებული აქციის მონაწილეები, მიუხედავად ორგანიზატორებისთვის წინასწარ მიწოდებული განმარტებებისა და მითითებისა, კვლავ გეგმავენ შეკრების გამართვას რიყის დოქების მიმდებარე ტერიტორიაზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტრო მიზანშეწონილად მიიჩნევს, საზოგადოებას კიდევ ერთხელ მიაწოდოს ინფორმაცია ადგილზე არსებული გარემოებებისა და უსაფრთხოების ზომების შესახებ.

როგორც უკვე არაერთგზის განემარტათ აქციის ორგანიზატორებს, ევროპის მოედანსა და რიყის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, „თბილისობა 2026“-ის ღონისძიებებთან დაკავშირებით, თბილისის მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურებს დაწყებული აქვთ ღონისძიებისთვის საჭირო მოსამზადებელი სამუშაოები.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს შეკრების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ შეუშალონ ხელი „თბილისობა 2026“-ის ღონისძიებების მოსამზადებელ სამუშაოებს და არ შევიდნენ იმ ტერიტორიებზე, სადაც შესაბამისი სამსახურები სამუშაოებს ახორციელებენ.

ამასთან, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მოქალაქეები არ მიუახლოვდნენ რიყის დოქების მიმდებარე ტერიტორიას, სადაც მიმდინარეობს სადემონტაჟო სამუშაოები. მიმდინარე სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე, აღნიშნულ ტერიტორიაზე მოქალაქეთა შესვლა და გადაადგილება უსაფრთხოების მომეტებულ რისკებთან არის დაკავშირებული და შესაძლოა საფრთხე შეუქმნას მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრება-მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს, გაითვალისწინონ ადგილზე არსებული ვითარება, დაიცვან უსაფრთხოების წესები, ხელი არ შეუშალონ მიმდინარე სამუშაოებს და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს.

პოლიცია ადგილზე უზრუნველყოფს საზოგადოებრივი წესრიგისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვას და კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მოახდენს შესაბამის რეაგირებას” – წერია განცხადებაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ნუნუკა თამაზაშვილი აქვეყნებს ფოტოს, სადაც ღარიბაშვილი ივანიშვილთან ერთად ჩანს
  • ქუთაისში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა – რა ვითარებაა ადგილზე
  • რიყის პარკში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ორგანიზებული საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge