Thursday, October 1, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

მსოფლიო ბანკის კვლევის მიხედვით, 2040 წლისთვის მოსალოდნელია ტვირთბრუნვის 4-ჯერ ზრდა, ასევე ტვირთის გადაზიდვის დროის დაახლოებით, ორი მესამედით შემცირება – თამარ იოსელიანი

October 1, 2026
მსოფლიო ბანკის კვლევის მიხედვით, 2040 წლისთვის მოსალოდნელია ტვირთბრუნვის 4-ჯერ ზრდა, ასევე ტვირთის გადაზიდვის დროის დაახლოებით, ორი მესამედით შემცირება – თამარ იოსელიანი

“2032 წლამდე სახელმწიფო აპირებს დაახლოებით, 7 მილიარდი აშშ დოლარიs მობილიზებას იმისათვის, რომ განვითარდეს ძირითადი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა” – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა მსოფლიო ბანკის რეგიონული ფორუმის გახსნამდე განაცხადა.

მისივე თქმით, მსოფლიო ბანკის მიერ შუა დერეფანთან დაკავშირებით მომზადებული კვლევის მიხედვით, 2040 წლისთვის შუა დერეფანში მოსალოდნელია ტვირთბრუნვის 4-ჯერ ზრდა, ასევე ტვირთის გადაზიდვის დროის შემცირება.

“ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო კვლევა შეიმუშავა მსოფლიო ბანკმა. ჩვენ შეკრებილები ვართ იმისთვის, რომ ვიმსჯელოთ, თუ რა შესაძლებლობები აქვს ზოგადად შუა დერეფანს. აღნიშნული კვლევა გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ შუა დერეფანი არის მზარდი და შესაბამისად, აქვს ძალიან დიდი ეკონომიკური პოტენციალი.

კვლევის მიხედვით, 2040 წლისთვის მოსალოდნელია ტვირთბრუნვის 4-ჯერ ზრდა, ასევე ტვირთის გადაზიდვის დროის დაახლოებით, ორი მესამედით შემცირება. ეს, რა თქმა უნდა, მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ეკონომიკურად განვითარდნენ შუა დერეფნის მასპინძელი ქვეყნები. მშპ-ის ზრდასთან დაკავშირებით კვლევა ამბობს, რომ იგი დაახლოებით 3.3%-ით გაიზრდება, საქართველოს შემთხვევაში კი ეს 3.6%-ს მიაღწევს.

აქვე მნიშვნელოვანია დასაქმების მაჩვენებელი. ამ კუთხით კვლევაში აღნიშნულია, რომ შეიქმნება 2 მილიონი სამუშაო ადგილი, რაც, რა თქმა უნდა, დამეთანხმებით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ინვესტიციების მოზიდვის, ისე ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით.

საქართველო აღნიშნულ მიმართულებას მზად ხვდება. 2025 წლის ბოლოს ჩვენ შევიმუშავეთ ტრანსპორტის განვითარების 10-წლიანი გეგმა და ხედვა. შესაბამისად, როგორც მოგეხსენებათ, 2032 წლამდე სახელმწიფო აპირებს დაახლოებით 7 მილიარდი დოლარის მობილიზებას იმისათვის, რომ განვითარდეს ძირითადი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა.

აქვე გამოვყოფდი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობას და იმას, თუ როგორ ვითარდება აღნიშნული პროექტი. როგორც იცით, ჩვენ გადავედით „ლენდლორდის“ მოდელზე, რაც გვაძლევს რისკების დაბალანსების საშუალებას. შესაბამისად, მოვიზიდავთ ოპერატორებს, რომლებსაც ექნებათ შესაბამისი გამოცდილება.

ცხადია, აქ მნიშვნელოვანია რკინიგზის ისტორიული განახლებაც, რაც უკვე მიმდინარეობს და გვანახებს ხელშესახებ შედეგებს.

ზოგადად, უნდა ითქვას, რომ შუა დერეფანმა უნდა იმუშაოს, როგორც ერთიანმა სისტემამ. ჩვენ ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან იმისათვის, რომ აღნიშნული სისტემა და შუა დერეფანი გახდეს კონკურენტუნარიანი, სწრაფი, სანდო და ეფექტიანი.

ყაზახეთთან, აზერბაიჯანთან და შუა დერეფანში ჩართულ ყველა მხარესთან სინქრონში ვართ იმ ინვესტიციებთან მიმართებით, რასაც ვახორციელებთ გამტარუნარიანობის გაზრდისა და მომხმარებლისთვის სანდო მარშრუტის შეთავაზების მიზნით”, – განაცხადა თამარ იოსელიანმა.

შეგახსენებთ, მსოფლიო ბანკის ჯგუფი თბილისში რეგიონულ ფორუმს – “შუა დერეფანი: მომდევნო ეტაპი” მასპინძლობს. ფორუმს საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და თურქეთის ხელისუფლებისა და კერძო სექტორის, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან.

ფორუმზე მსოფლიო ბანკის ფლაგმანური ანგარიშის – “ინტეგრაცია: მსოფლიო დონის სავაჭრო ლოგისტიკა ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის გასწვრივ” ოფიციალური პრეზენტაცია მიმდინარეობს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ქართველებს შორის კალაძის დის ქმარი პაატა აბულაძეც მოხვდა
  • სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, ლევან ახობაძე 500 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
  • სიმბოლურია, რომ „ნაცებს“ სურთ აქციის გამართვა იმ „დოქებთან“, რომლის დემონტაჟიც უკვე დაწყებულია, ასევე სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს აგენტურული ჯგუფების დემონტაჟი- რატი იონათამიშვილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge