ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ პრორუს ქართველებს შორის კალაძის დის ქმარი პაატა აბულაძეც მოხვდა.
დიდმა ბრიტანეთმა პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძე, მამუკა ფიფია და საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაასანქცირა.
“დღევანდელი პაკეტი მოიცავს შვიდ ფიზიკურ პირს – მათ შორის საქართველოს ოთხ მოქალაქეს – რომლებიც ჩართულნი იყვნენ პროკრემლისტური დეზინფორმაციის გავრცელებაში, უკრაინის ტერიტორიის რუსული ოკუპაციის ლეგიტიმაციიდან დაწყებული, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში რუსეთის მიერ დანიშნულ ხელისუფლებაში საქმიანობით დამთავრებული“ – ნათქვამია ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში.
