პროტესტის სიმბოლოდ ქცეული სიმღერის შესრულების გამო შესაძლოა, კიდევ რამდენიმე აქტივისტი გამოაცხადონ სამართალდამრღვევად. ამჯერად ადმინისტრაციული სამართალწარმოება ანა ჩიქოვანის მიმართ დაიწყო, რომელიც “გირჩი მეტი თავისუფლებას” წარმოადგენს.
ოქმი, რომელიც ჩიქოვანს გადასცეს, ჩაწერია, რომ ახალგაზრდა ქალი საკრებულოს წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს “ოცნების” წევრებს შეურაცხმყოფელი ტერმინებით მოიხსენიებდა.
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე წერს, რომ ამ სიმღერას სხვა ორი აქტივისტით ასრულებდა, მათ შორის არის თორნიკე თოშხუა, რომელმაც ციხე ცოტა ხნის წინ დატოვა და ანა ყურაშვილი, რომელიც “გირჩი მეტი თავისულფების” პრესსამსახურია – მათ ჯერ ჯერობით შსს-დან არავინ დაკავშირებიათ.
