UFC-ის ჩემპიონის, ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე, ჯორჯინა უსკატეგი ქართველი მებრძოლისა და „სუხიშვილების“ მოცეკვავის, ლინა სიჭინავას ურთიერთობას ეხმაურება.
როგორც ესპანურ გამოცემა Libertad Digital-თან საუბრისას ჯორჯინამ აღნიშნა, ის ბედნიერია, რომ საკუთარი ცხოვრების ეს ეტაპი დაასრულა.
მან ყოფილ მეუღლესა და მის ახალ შეყვარებულს ბედნიერება უსურვა.
„იმედი მაქვს, ძალიან ბედნიერი იქნება, რადგან ის, ვინც მშვიდად ცხოვრობს, სხვების სიმშვიდეს არ არღვევს. მე, ჩემი მხრივ, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ცხოვრების ეს თავი დავხურე. გულწრფელად, მათ ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ“, – განაცხადა უსკატეგიმ.
ესპანური მედიის ინფორმაციით, ილია თოფურია და ლინა სიჭინავა დაახლოებით ერთი თვეა ერთად არიან. მათ ერთმანეთი საქართველოში გაიცნეს, სადაც UFC-ის ჩემპიონი სავარჯიშოდ იმყოფებოდა.
თავად ილია თოფურიასა და ლინა სიჭინავას ურთიერთობის შესახებ საჯარო განცხადება ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.
