Wednesday, September 30, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რას აცხადებს ლიფტის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი კომპანია ლიფტის ჩავარდნასთან დაკავშირებით

September 30, 2026
რას აცხადებს ლიფტის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი კომპანია ლიფტის ჩავარდნასთან დაკავშირებით

თბილისში, გურამიშვილის გამზირის 12 ნომერში მაცხოვრებლები “TV პირველს” უყვებიან, რომ ლიფტს, რომელიც მეათე სართულიდან ჩავარდა და ხალხი ჩაიყოლა, პრობლემები წარსულშიც ჰქონდა.

მათივე მტკიცებით, რამდენჯერმე გაჩერდა კიდეც და ბოლოს ჩატარებულმა ექსპერტიზამ აჩვენა, რომ ლიფტი გამოსაცვლელია, თუმცა მათი თქმით, არაფერი შეცვლილა.

კომპანია, რომელსაც უსაფრთხოება აბარია, გამგეობა და ამხანაგობის თავმჯდომარე მომხდარზე პასუხისმგებლობას იხსნიან.

ამხანაგობის თავმჯდომარე “TV პირველს” ეუბნება, რომ დაფინანსება უნდა მოხდეს გამგეობიდან. გამგეობა კი პასუხისმგებლობას სრულად ექსპერტიზის ჩამტარებელ კომპანიას აკისრებს. ადგილობრივების თქმით, VERTICAL TECHNOLOGY-ი არის კომპანია, ვისაც ლიფტის მდგომარეობა უნდა შეემოწმებინა.

VERTICAL -ის ხელმძღვანელი “TV პირველთან” ამტკიცებს, რომ ლიფტთან ტექნიკური შეუსაბამობა არ ფიქსირდებოდა. ზაქარია ენდელაძე აღნიშნავს, რომ მომხდარის შემდეგ ის გამოკითხვაზე დაბარებული არ არის.

“ტექნიკური შეუსაბამობა არ ფისქსირდებოდა და ერთი სიტყვით, ჩვეულებრივად იყო ექსპლუატაციაში, რაღაც ფარული შეუსაბამობა შეიძლება გამოიკვეთოს, ექსპერტიზა გვეტყვის ამას, ვნახოთ, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. – აცხადებს VERTICAL TECHNOLOGY-ის ხელმძღვანელი.

რაც შეეხება ამხანაგობის თავმჯდომარეს, მისი თქმით, “ლიფტი 17 წელია, არ გარემონტებულა”. თავმჯდომარის განცხადებითვე, ლიფტი მწყობრიდან ადრეც გამოვიდა და რაღაც პერიოდის განმავლობაში გაჩერებულიც კი იყო:

“ეს მატორში ჩაიშალა, თან წონა იყო ძალიან ბევრი, ვერ გაუძლო როგორც ჩანს. სათავე ნაწილები, მატორი, შკივი, ტროსები, ზამბარები, სამუხრუჭე სისტემა, აი ეს ყველაფერი ერთმანეთშია. რამდენჯერმე გაჩერდა და ვთქვით, რომ გავაჩეროთო და ისევ მერე მოსახლეობამ აგვამუშავებინა, იქნებ იმუშაოსო, იმიტომ, რომ ერთი ლიფტი არ კმარაო. რეკომენდაცია, როგორც ასეთი, ტექდათვალიერება ეხლა უნდა მიგვეყვანა, იმიტომ, რომ გამგეობაში უნდა შევიდეს ეს ლიფტები დასაფინანსებლად”- თქვა მან.

თავის მხრივ ნაძალადევის გამგეობა სრულ პასუხისმგებლობას მომსახურე კომპანიას აკისრებს. უწყებაში ამბობენ, რომ კომპანიაა ვალდებული ლიფტის უსაფრთხიოება შეამოწმოს.

რაც შეეხება დაფინანსების ნაწილს, გამგეობაში ატკიცებენ, რომ შესაბამისი განცხადებით მათთვის არავის მიუმართავს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ გვიან ღამით თბილისში, სანზონაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ლიფტი მოწყდა. შემთხვევის დროს ლიფტში 6 ადამიანი იმყოფებოდა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “სესხის აღება გაუძნელდებათ დაბალშემოსავლიან მოქალაქეებს, ეროვნულ ბანკს ავიწყდება, ხელფასებმა რომ მოიმატა, მოიმატა ფასებმაც – ოფიციალური სტატისტიკითაც კი ფასები გაორმაგდა…”- რას ამბობს რომან გოცირიძე
  • “შუა დერეფნის მზარდი მნიშვნელობა ქმნის ახალ შესაძლებლობებს უფრო ფართო რეგიონულ ეკონომიკურ განვითარებაზე გადასასვლელად”- რას ამბობს გენადი არველაძე
  • “ირაკლი ღარიბაშვილი იმავე გზას გადის, რა გზითაც საკუთარი თავის წარმოჩენას მიხეილ სააკაშვილი ცდილობს, რომ ის იყო სახელმწიფოს დამაარსებელი”- რას ამბობს ირაკლი ქადაგიშვილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge