Wednesday, September 30, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

როდესაც ქვეყანა საკუთარ ეროვნულ ინტერესს იცავს და ამას ეწინააღმდეგება ბრიუსელი, მგონი, წევრი ქვეყნებისთვის ყველაფერი ნათელია-ლევან მახაშვილი

September 30, 2026
“საქართველო-ბრიუსელის ურთიერთობების აღდგენის პროცესი უკვე დაწყებულია, ეს პროცესი პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტით დავიწყეთ”- ლევან მახაშვილი

ვეტოს თემა ძალიან სერიოზული ინიციატივაა, რადგან ამით, თუ ეს ოდესმე ძალაში შევიდა, წევრ სახელმწიფოებს ძალიან მნიშვნელოვანი უფლება წაერთმევათ, გამოიყენონ ვეტო იმ შემთხვევაში, როდესაც მათი ეროვნული ინტერესები საფრთხის ქვეშ დგას, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, ძნელად წარმომიდგენია, რომ ქვეყნები ამ უფლებას დათმობენ.

„თუმცა თუ სხვადასხვა მიზეზით მაინც შეძლებენ ამ ქვეყნების დარწმუნებას, შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ ამით ევროკავშირის დასასრული დაიწყება იმ ფორმით, რა ფორმითაც ჩვენ ევროკავშირს ვიცნობთ. ეს ხელს უშლის დიალოგს, თანამშრომლობას და ნებისმიერი ასეთი მცდელობა, რომელიც ისტორიის განმავლობაში იყო ევროკავშირში, ისევ ევროკავშირის დაზიანებით დასრულდა. ამიტომ, არ მგონია, მაგრამ თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს ევროკავშირის დასასრულის დასაწყისი იქნება. როგორც ჩანს, ეს დღის წესრიგში კიდევ ერთხელ დადგა მას შემდეგ, რაც როდესაც კრიტიკულ მომენტებში ზოგიერთმა წევრმა სახელმწიფომ ხისტი ფორმითაც გამოხატა წინააღმდეგობა ზოგიერთი სრულიად არაჯანსაღი და არაპრაგმატული გადაწყვეტილებების გამო. ზოგიერთებმა საჭიროდ ჩათვალეს, რომ ამის გამო ცენტრალიზება სჯობს, ბრიუსელში ძალაუფლების უფრო მეტი ცენტრალიზება, ვიდრე წევრ სახელმწიფოებთან მეტი დიალოგი და მათ ინტერესების მეტად გათვალისწინება. ეს არ არის სწორი მიმართულება, პირიქით, ნაცვლად ცენტრალიზების, ბრიუსელში ძალაუფლების გადატანის, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან დიალოგს მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს, სხვა შემთხვევაში, ეს ევროკავშირის გაძლიერების ნაცვლად აუცილებლად ევროკავშირის დაზიანებას და დასუსტებას მოიტანს. როდესაც წევრი სახელმწიფო საკუთარ ეროვნულ ინტერესს იცავს, აქ საუბარია გამორჩეულად მნიშვნელოვან ეროვნულ ინტერესებზე და არა, ყოველდღიურ გადაწყვეტილებებზე. როდესაც საკუთარ ეროვნულ ინტერესს იცავს და ამას ეწინააღმდეგება ბრიუსელი, მგონი, წევრი ქვეყნებისთვის ყველაფერი ნათელია, როგორც ჩანს, ინტერესები, ადამიანები თუ ორგანიზაციები არიან ბრიუსელში, რომელთა მთავარი ინტერესია მათთვის მეტი ძალაუფლების გადაცემა და არა, წევრი სახელმწიფოების დედაქალაქების ინტერესების გათვალისწინება. ამიტომ, მათი პოზიცია მკაფიო იქნება. რა თქმა უნდა, ისინი ამ უფლებას არ დათმობენ, ამ უფლების შენარჩუნებისთვის მაქსიმალურად ყველაფერს გააკეთებენ. ასე იყო აქამდე და დიდი ალბათობით, ასე იქნება მომავალშიც. ოღონდ, თუ რაღაცა სხვადასხვა მიზნით თუ მიზეზით შეძლებენ მაინც წნეხის ქვეშ ამ უფლების ჩამორთმევას, ეს ნამდვილად ხელს შეუწყობს ევროკავშირის დასასრულს“, – განაცხადა მახაშვილმა.

ცნობისთვის, შიდა დოკუმენტების პროექტებზე დაყრდნობით მედია წერს, რომ ევროკავშირი გადაწყვეტილებების მიღებისას ცალკეული ქვეყნების ვეტოს გვერდის ავლის შესაძლებლობას განიხილავს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ვინ არის რუსეთის მოქალაქე, რომელმაც ხალხს აივნიდან გადმოაშარდა და რას ამბობენ ადგილობრივები
  • “ოპოზიციამ უნდა დაამთავროს ერთმანეთის ლანძღვა და კრიტიკა, დაამთავროს ოპოზიციაში ჩერგოლეიშვილობა, რომლის ერთადერთი საქმეა, სხვა პარტიები ლანძღოს”- რას ამბობს ირაკლი კუპრაძე
  • რუსეთის ულტიმატუმი საქართველოს – ევროკავშირში გაწევრიანების შემთხვევაში მძღოლებისთვის ვადა 90 დღემდე შემცირდება

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge