პუტინი ცოცხალია ? ცოტა ხნის წინ, ბრიტანულმა დაზვერვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სისხლიანი დიქტატორი შეიძლება უკვე მკვდარია და მის როლს ორეული ასრულებს. პუტინი თითქმის ერთდროულად ჩნდება სხვადასხვა ადგილას, მისი ჩვევები ზოგჯერ ისევე იცვლება, როგორც გარეგნობა.
თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა ტელემარონის ეთერში განაცხადა, რომ პუტინი შეიძლება ორეულით შეიცვალოს.
“დავუშვათ, ყურების სურათი განსხვავებულია და ეს თითის ანაბეჭდის მსგავსია, თითოეული ადამიანის ყურის სურათი უნიკალურია. ეს არ შეიძლება განმეორდეს”, – ამბობს კირილ ბუდანოვი
ბუდიანოვის თქმით, პუტინი რომ მძიმედ არის ავად, ეს არცისე დიდი საიდუმლოა. მისი თქმით, 9 მაისს პუტინი აღლუმზე “კერამიკული” ხელით წავიდა – თითქმის არ მოძროაბდა და თვითონაც კოჭლობდა.
“12 აპრილს, ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელს სერგეი შოიგუს შეხვდა. შეხვედრაზეც პუტინი ძალიან უცნაურად გამოიყურებოდა, მაგალითად: მისი თავი, რომელიც სხეულის არაპროპორციული იყო, ხელი მაგიდაზე სრულიად უმოძრაოდ ეჭირა, არაბუნებრივ მდგომარეობაში იჯდა და რთულად მოძრაობდა.
პუტინის ბოლო ვიდეოში, სადაც თავს კოღოები “დაესხნენ”, აშკარად ჩანს მისი არაბუნებრივი მოძრაობები. პუტინმა მწერები მარცხენა ხელით გააძევა, მარჯვენა კიდური საერთოდ არ მოძრაობდა”, – ამბობს ბუდიანოვი.
სადაზვერვო სააგენტოებმა არაერთხელ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ პუტინს შესაძლოა, თავის ტვინის დარღვევები ჰქონდეს. ბუდანოვის თქმით, სავარაუდოდ, პუტინი რამდენიმე ოპერაციას გადაურჩა და შესაძლოა, კიბო ჰქონდეს. ამიტომ, ვერსია მისი ორეულების შესახებ შეიძლება საკმაოდ რეალური აღმოჩნდეს.
“განსხვავებული ჩვევები აქვთ, მანერები, სიარული, ზოგჯერ სხვადასხვა სიმაღლეც კი, თუ კარგად დააკვირდებით” – ამბობს ბუდანოვი.
გარდა ამისა, როგორც ბუდანოვი ამბობს, პუტინის აქვს ორეულიბის ცხრილი, რომელშიც შესულია დიქტატორის ყველა “ვერსია”, მათ შორის: პუტინი – სპიკერი, პუტინი- დიპლომატი და ა.შ ეს ყველაფერი კი, იმის მიხედვით, თუ რა ღონისძიებაზე უნდა გამოჩნდეს.
ინტერვიუს დასასრულს ბუდიანოვი ამბობს, რომ პუტინს, წელს 70 წელი შეუსრულდება, აშკარაა კუნთოვანი სისტემის პრობლემებიც, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ კრემლი აღიარებს პუტინის ორეულების არსებობას, რადგან ისინი ყველაფერს გააკეთებენ ამის დასამალად.
ცნობისთვის, მანამდე ფსიქიატრმა პუტინი აღწერა, როგორც “ფსიქოპატი სადისტური ნიშნებით”.