აქცია სახელწოდებით „რუსეთი მტერია“ დღეს თბილისში გაიმართება. მარში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან დაიწყება და გმირთა მემორიალთან დასრულდება.
19:00 საათზე აქციის მონაწილეები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ.
ორგანიზატორების განცხადებით, შეკრებილები ასევე გააპროტესტებენ „ქართული ოცნების“ პოლიტიკას, რომელსაც ისინი რუსეთთან ალიანსად აფასებენ.
