ტიკ-ტოკერი ზურაბ კენჭიაშვილი სოციალური ქსელით მოქალაქეების შეურაცხყოფის ფაქტზე დააკავეს და 20-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს.
გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, მოქალაქე ზურაბ კენჭიაშვილი, სოციალური ქსელ „ტიკ-ტოკის“ მეშვეობით მოქალაქეებისთვის, მათ შორის არასრულწლოვანისთვის შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე, წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს.
