Saturday, September 26, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home კრიმინალური ამბები

“გვსურს გამოვეხმაუროთ ბელარუსის რესპუბლიკის მოქალაქის, ლევ მიხეევის შესახებ გავრცელებულ არასწორ, დამახინჯებულ და ინტერპრეტირებულ ინფორმაციას” – შსს განცხადებას ავრცელებს

September 26, 2026
“გვსურს გამოვეხმაუროთ ბელარუსის რესპუბლიკის  მოქალაქის, ლევ მიხეევის შესახებ გავრცელებულ  არასწორ, დამახინჯებულ და ინტერპრეტირებულ  ინფორმაციას” – შსს განცხადებას ავრცელებს

გვსურს გამოვეხმაუროთ ბელარუსის რესპუბლიკის მოქალაქის, ლევ მიხეევის შესახებ სხვადასხვა წყაროში გავრცელებულ არასწორ, დამახინჯებულ და ინტერპრეტირებულ ინფორმაციას – ამის სესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

“გვსურს გამოვეხმაუროთ ბელარუსის რესპუბლიკის მოქალაქის, ლევ მიხეევის შესახებ სხვადასხვა წყაროში გავრცელებულ არასწორ, დამახინჯებულ და ინტერპრეტირებულ ინფორმაციას.
თავდაპირველად განვმარტავთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში უცხო ქვეყნის მოქალაქესთან, რომელიც ქართულ ენას არ ფლობს, კომუნიკაცია ხორციელდება თარჯიმნის მონაწილეობით. მათ შორის, პირისთვის დოკუმენტების გაცნობისა და ხელმოწერის პროცესში უზრუნველყოფილია შესაბამისი ინფორმაციის მისთვის გასაგებ ენაზე თარგმნა და განმარტება.
შესაბამისად, სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ლევ მიხეევს ხელი მოაწერინეს მისთვის გაუგებარ, ქართულ ენაზე შედგენილ დოკუმენტებზე ისე, რომ მას არ ჰქონდა ინფორმაცია მათი შინაარსის შესახებ. დოკუმენტებზე ხელმოწერამდე მას თარჯიმნის მეშვეობით მიეწოდა შესაბამისი ინფორმაცია და განემარტა მათი შინაარსი.
ასევე განვმარტავთ, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა შესაბამის სასაზღვრო გამშვებ პუნქტამდე გადაყვანა ხორციელდება სპეციალურად გამოყოფილი საბადრაგო ავტოსატრანსპორტო საშუალებებით. უშუალოდ ლევ მიხეევის გადაყვანა განხორციელდა 2025 წელს გამოშვებული „IVECO“-ს ბრენდის ავტოსატრანსპორტო საშუალებით.
საზოგადოების დეტალური ინფორმირების მიზნით, ასევე განვმარტავთ, რომ ლევ მიხეევმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს საერთაშორისო დაცვის მოთხოვნით 2021 წელს მიმართა. საკუთარ მოთხოვნას იგი ბელარუსის რესპუბლიკაში მის პოლიტიკურ აქტივობას უკავშირებდა.
მიგრაციის დეპარტამენტმა „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სტანდარტების დაცვით შეისწავლა აღნიშნული საქმე და 2024 წლის 27 სექტემბერს ლევ მიხეევს უარი უთხრა საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე, ვინაიდან, დეპარტამენტის გადაწყვეტილების თანახმად, არ არსებობდა კანონით გათვალისწინებული სტატუსის მინიჭების სამართლებრივი საფუძველი.
აღნიშნული გადაწყვეტილება ლევ მიხეევმა გაასაჩივრა თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში. ორივე ინსტანციის სასამართლომ ძალაში დატოვა მიგრაციის დეპარტამენტის გადაწყვეტილება. შესაბამისად, 2026 წლის 29 ივნისიდან ლევ მიხეევი საქართველოში აღარ ითვლებოდა თავშესაფრის მაძიებლად. 2026 წლის 25 სექტემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გამოავლინეს ბელარუსის რესპუბლიკის მოქალაქე ლევ მიხეევი, რომელიც ქვეყანაში კანონიერი საფუძვლის გარეშე იმყოფებოდა.
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, იგი დაკავებულ იქნა და შემდგომი გაძევების მიზნით მოთავსდა მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში.
დაკავების შემდეგ ლევ მიხეევს, თარჯიმნის მონაწილეობით, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განუმარტეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა, მათ შორის ის გარემოება, რომ იგი ქვეყანაში კანონიერი საფუძვლის გარეშე იმყოფებოდა. ამასთან, მას მიეცა შესაძლებლობა, საქართველო ნებაყოფლობით დაეტოვებინა მისთვის სასურველი მიმართულებით. ლევ მიხეევმა ისარგებლა კანონით მინიჭებული შესაძლებლობით და საქართველო მისთვის უსაფრთხო მესამე ქვეყნის მიმართულებით დატოვა” – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიხეევი საქართველოში დააკავეს. როგორც გამოცემა Pozirk-ს მისმა უფლებადამცველმა რომან კისლიაკმა უთხრა, საქართველოში ის სხვადასხვა საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა და ბელარუსის KGB-სგან მუქარას იღებდა. მათივე ცნობით, 25 სექტემბრის დილას მიხეევი სოფელ მარტყოფში მდებარე საქართველოს შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის საერთაშორისო დაცვის სამმართველოში დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის გასაახლებლად მივიდა. იქ ის დააკავეს და გასაუბრებისთვის თბილისში, დეპარტამენტში გადაიყვანეს. ამის შემდეგ მასთან ყოველგვარი კონტაქტი გაწყდა, მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ ის სომხეთში გააძევეს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “გვსურს გამოვეხმაუროთ ბელარუსის რესპუბლიკის მოქალაქის, ლევ მიხეევის შესახებ გავრცელებულ არასწორ, დამახინჯებულ და ინტერპრეტირებულ ინფორმაციას” – შსს განცხადებას ავრცელებს
  • ზღვის უბნის ახლად გახსნილ პარკში სამუშაოები მიმდინარეობს – გადათხრილია მედიათეკის ტერორია
  • სად და რა ფასად ვყიდულობთ შოკოლადს, რომელიც შესაძლოა, გაძვირდეს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge