მადლობა ნდობისთვის, ყველაფრისთვის, რაც გვასწავლეთ და გადმოგვეცით – ასე ეხმაურება გიორგი მიქაუტაძე ვილი სანიოლის წასვლას.
“მადლობა ნდობისთვის, ყველაფრისთვის, რაც გვასწავლეთ და გადმოგვეცით, მადლობა ერთად გატარებული თითოეული წუთისთვის. გამარჯვებები, ბრძოლები, უდიდესი ემოციები და, რაც მთავარია, მოგონებები, რომლებიც სამუდამოდ ჩაიბეჭდება. მადლობა იმ ძალისთვის, რაც მომეცით. თქვენი წყალობით გავიზარდეთ, საკუთარი თავის ვირწმუნეთ და ერთად დავწერეთ ქართული ფეხბურთის ისტორიის ყველაზე ლამაზი გვერდები.
მოედნის მიღმა, პირველ რიგში, გულში დამრჩება ადამიანები, თქვენი რჩევები და ყველაფერი, რაც ამ წლების განმავლობაში გავუზიარეთ ერთმანეთს. ვამაყობ, რომ ეს გზა თქვენთან ერთად გავიარე. თქვენ სამუდამოდ დარჩებით ამ გუნდისა და ქართული ფეხბურთის ისტორიის ნაწილად ❤️🇬🇪” – წერს გიორგი მიქაუტაძე სოციალურ ქსელში და ვილი სანიოლის მიმართავს.
დღეს ცნობილი გახდა, რომ ვილი სანიოლიმ ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. მისი ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრები ზედიზედ 5 ოფიციალურ შეხვედრაში დამარცხდა. ნაკრები გუშინ ბოლო წუთზე გაშვებული გოლით ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებმაც დაამარცხა. საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს 2028 წლის ბოლომდე ქართველი სპეციალისტი რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს და მთავარი მწვრთნელის პოსტზე ფრანგ ვილი სანიოლს შეცვლის.
