Saturday, September 26, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“არანაირი განსხვავებული მესიჯები არ არის“ – რას ამბობენ “ქართული ოცნებაში“ ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლაზე

September 25, 2026
“არანაირი განსხვავებული მესიჯები არ არის“ – რას ამბობენ “ქართული ოცნებაში“ ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლაზე

მმართველ გუნდში ირაკლი კობახიძის გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლას წარმატებულად აფასებენ და ამბობენ, რომ მათი გზავნილები ყოველთვის ერთნაირია და მათ უნდა დიალოგი პარტნიორებთან.

იგი ამტკიცებს, რომ კობახიძეს არ გაუკეთებია იმისგან განსხვავებული განცხადებები, რასაც ქვეყნის შიგნით ამბობს.

კალაძის თქმით, სწორედ დიალოგია მნიშვნელოვანი ურთიერთობების განახლებისთვის, თუმცა, აქვე ამატებს, რომ ურთიერთობები უნდა განახლდეს ახალი ფურცლიდან დ არა ისე, როგორც აქამდე იყო.

„არანაირი განსხვავებული მესიჯები არ არის. მოგისმენიათ თუნდაც ჩემს მიერ გაკეთებული განცხადება და ახლაც გავიმეორებ: საქართველოს ხელისუფლება მზად არის, ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ის, რომ ეს ურთიერთობები იყოს მეგობრული, სტრატეგიული პარტნიორობის და ურთიერთობების მხრივ გამართული.

საქართველოს ხელისუფლება მზად არის იმისთვის, რომ გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, რომ ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლიდან, მაგრამ ის, რომ ჩვენ ვისმენდით მოწოდებებს, რომელიც, თუ გადავდგამდით ამ კონკრეტულ ნაბიჯს და გავითვალისწინებდით მათ მოწოდებებს, რასაც ვისმენდით, დამღუპველი იქნებოდა ჩვენი ქვეყნისთვის და მე მხედველობაში მაქვს მეორე ფრონტის გახსნა, სანქციებზე მიერთება, ეს არ არის მეგობრობა. როდესაც შენ ქვეყანას მეგობარს უწოდებ და პარალელურად აკეთებ ისეთ მოწოდებებს, რომელიც იმ ქვეყნისთვის დამღუპველი იქნება, თუ ის ამას გააკეთებს, ეს მეგობრობა არ არის.

აშშ -ის წინა ადმინისტრაცია იყო არასამართლიანი, არამეგობრული იმ გადაწყვეტილებებით და დამოკიდებულებით, რაც ჰქონდათ ქართველი ხალხის და სახელმწიფოს მიმართ. დღევანდელ პრეზიდენტს და ადმინისტრაციას შეუძლია ეს არასამართლიანი დამოკიდებულება მარტივად გამოასწოროს. ჩვენ მზად ვართ დავიწყოთ თანამშრომლობა ახალი ფურცლიდან“, – აღნიშნა კალაძემ.

ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას „უმთავრეს პრიორიტეტებად” „მშვიდობის შენარჩუნება და საერთაშორისო თანამშრომლობის განმტკიცება” დაასახელა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო მზად არის იმისათვის, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან კონსტრუქციულად ითანამშრომლოს და ამ პროცესში აქტიური წვლილი შეიტანოს – ასევე დასძინა, რომ ხანგრძლივი პარტნიორობა მხოლოდ დიალოგით მიიღწევა და ეს შედეგი არასოდეს არ დადგება ზეწოლის ან იძულების გზით.

კობახიძემ ასევე აქცენტი გააკეთა სუვერენიტეტის მნიშვნელობაზე და საქართველოს ეკონომიკურ შედეგებზე.

სიახლეა ის, რომ კობახიძემ თავის სიტყვაში რუსეთს ოკუპანტი უწოდა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “გვსურს გამოვეხმაუროთ ბელარუსის რესპუბლიკის მოქალაქის, ლევ მიხეევის შესახებ გავრცელებულ არასწორ, დამახინჯებულ და ინტერპრეტირებულ ინფორმაციას” – შსს განცხადებას ავრცელებს
  • ზღვის უბნის ახლად გახსნილ პარკში სამუშაოები მიმდინარეობს – გადათხრილია მედიათეკის ტერორია
  • სად და რა ფასად ვყიდულობთ შოკოლადს, რომელიც შესაძლოა, გაძვირდეს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge