რა ხდება ბინებში, რომელიც დღეს, ერთი აფეთქების შემდეგ ჩაინგრა – ვრცელდება შიდა პერიმეტრზე გადაღებული კადრები.
ვიდეო-კადრებით დიგნება, რომ სპეციალური ამწე შესულია შიდა ტერიტორიზე და ამოაქვთ ე.წ. სინკარები, ბეტონის სართულშორისი ფილები, რომელიც ოთხი სართულიდან მოწდა და პირველ სართულზე ყრია.
დაკარგულებს სწორედ აქ ამ პერიმეტრზე ეძებენ.
მაშველებმა ქვემო ფონიჭალაში, კორპუსის ნანგრევებიდან 5 ცხედარი ამოიყვანოს,. ამ დროის მონაცემებით, ისინი ერთ ადამიანს კიდევ ეძებენ.
19 ნოემბრის დილით, ქვემო ფონიჭალაში სავარაუდოდ ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა. კლინიკაში სხვადასხვა დაზიანებებით 5 ადამიანი გადაიყვანეს.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევით განვითარებულ მოვლენებს გულისხმობს.

