Friday, September 25, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“დღეს დავკითხავთ მოწმეს, რომელიც საკმაოდ ახლო კავშირში იყო ელისო კილაძესთან…” – რას ამბობს პროკურორი

September 25, 2026
ელისო კილაძე ქოლცენტრების საქმესთან დაკავშირებითაა დაკავებული – პროკურატურა

პროკურორ მარიამ ბერძენიშვილის განცხადებით, ჟურნალისტ ელისო კილაძის საქმეზე სასამართლოში დღეს გამოიკითხება მოწმე, რომლისთვისაც კონკრეტულ “ქოლ ცენტრის” საქმიანობასა და მასთან მიმართებაში ელისო კილაძის როლზე ბევრი დეტალია ცნობილი. ამის შესახებ პროკურორმა ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომის დაწყებამდე განუცხადა.

რაც შეეხება, თუ ვინ არის ეს მოწმე, მარიამ ბერძენიშვილის განმარტებით, მოწმეთა სახელებსა და გვარებს მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე არ და ვერ აჟღერებს.

ამასთან, პროკურორის თქმით, ელისო კილაძის საქმეზე გრძელდება მტკიცებულებების გამოკვლევა. მისივე განცხადებით, ამ დროისთვის დაკითხულია არაერთი პირი, რომლებმაც სასამართლოს მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდეს, მათ შორის დეტალურად ისაუბრეს იმ “ქოლ ცენტრებზე”, რომელთა საქმიანობაში მონაწილეობაც ელისო კილაძეს ედება ბრალად.

“დღეს წარმოდგენილი იქნება მოწმე, რომელიც საკმაოდ ახლო კავშირში იყო ელისო კილაძესთან მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. მისთვის ბევრი დეტალია ცნობილი, მათ შორის “ქოლ ცენტრის” საქმიანობასთან დაკავშირებით და ელისო კილაძის როლზე”, – განაცხადა მარიამ ბერძენიშვილმა.

შეგახსენებთ, ე.წ. ქოლ ცენტრების საქმეზე, ჯამში, 10 პირია ბრალდებული. ელისო კილაძეს, ოთარ ფარცხალაძეს, გიორგი მიქაძეს, დავით მიქაძეს, ირაკლი სეხნიაშვილს, მიხეილ ჩოხელს, გივი ჯიბლაძეს, ბენ ანორს, თორნიკე ჯანელიძესა და გიორგი კამლაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით აქვთ წარდგენილი, რაც ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას (ფულის გათეთრებას) გულისხმობს.

ელისო კილაძის საქმე ცალკე წარმოებადაა გამოყოფილი – სასამართლო პროცესები დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “გაეროში კობახიძის გამოსვლა უშინაარსო სადღეგრძელოებით გაძეძგილი სანახაობა იყო…” – რას ამბობს გრიგოლ გეგელია
  • რა განცხადებას ავრცელებს გიორგი გახარიას ადვოკატი
  • ვაზისუბანში დღეს ხე წაიქცა და გაჩერებულ მანქანას დაეცა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge