ჩვენ ორი სახელმწიფო არა მხოლოდ მეზობლები ვართ, ჩვენ ვართ კარგი პარტნიორები და, ფაქტობრივად, სტრატეგიული პარტნიორები. ჩვენი კარგი თანამშრომლობა არის საფუძველი იმისა, რომ ზუსტად შუა დერეფანი გამართულად და ძალიან აქტიურად მუშაობს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში განაცხადა.
მისი თქმით, გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, რამაც შუა დერეფნის საჭიროება კიდევ უფრო გამოკვეთა, ქვეყნებს მისცა დამატებითი შესაძლებლობები, რომ საკუთარი ეკონომიკისა და განვითარების მიმართულებით ეზრუნათ. წილოსანი თვლის, რომ ერთად დგომა და პოზიციონირება საერთო პოზიციებს აძლიერებს.
„ჩვენ ორი სახელმწიფო არა მხოლოდ მეზობლები ვართ, ჩვენ ვართ კარგი პარტნიორები და, ფაქტობრივად, სტრატეგიული პარტნიორები. ჩვენი კარგი თანამშრომლობა არის საფუძველი იმისა, რომ ზუსტად შუა დერეფანი გამართულად და ძალიან აქტიურად მუშაობს, იმ გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, რომელმაც შუა დერეფნის საჭიროება კიდევ უფრო გამოკვეთა. ჩვენს ქვეყნებს მიეცა დამატებითი შესაძლებლობები, რომ საკუთარი ეკონომიკისა და განვითარების მიმართულებით ეზრუნათ. და, რა თქმა უნდა, ერთად დგომა და ერთად პოზიციონირება ჩვენს საერთო პოზიციებს, აძლიერებს,“- განაცხადა ნინო წილოსანმა.
