Friday, September 25, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

” სალომე ზურაბიშვილი ტიპური აგენტია, საკუთარ თავს არ ეკუთვნის, არც ქვეყანას და ხალხს” – კახა კალაძე

September 25, 2026
“როდესაც დროის მოკლე მონაკვეთში ამ რაოდენობის ნალექი მოდის, დიდ პრობლემას წარმოადგენს არამხოლოდ ჩვენთან, ჩვენზე უფრო ძლიერ და განვითარებულ ქვეყნებში, ქალაქებში” – რას ამბობს კახა კალაძე

სალომე ზურაბიშვილი საკუთარ თავს არ ეკუთვნის, არც ქვეყანას და საკუთარ ხალხს – რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, ერთ ადამიანს კი არ ვუსმენთ, ქართველ ხალხს ვუსმენთ. ვიმართებით ხალხის მიერ,- ასე ეხმაურება კახა კალაძე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ „ქართულ ოცნებაში“ პარანოია სუფევს.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი გარედან იმართება.

„სალომე ზურაბიშვილი არის ტიპური აგენტი. გარედან იმართება, იღებს კონკრეტულ დავალებებს, რა განცხადებები გააკეთოს. ის, საკუთარ თავს არ ეკუთვნის, არც ქვეყანას და საკუთარ ხალხს. ის იმართებოდა გარედან, როდესაც კონკრეტულ თანამდებობაზე იმყოფებოდა და დღესაც აგრძელებს ამ როლში ცხოვრებას.

რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, ერთ ადამიანს კი არ ვუსმენთ, ქართველ ხალხს ვუსმენთ. ვიმართებით ხალხის მიერ. შეიძლება საუკეთესოები არ ვიყოთ, შეცდომები ჩვენც გვაქვს, შეუცდომელი არავინ არის, მაგრამ არ მივდივართ ქვეყნის წინააღმდეგ, არ ვაუბედურებთ ქართველ ხალხს, გამოვდივართ სამშობლოს ინტერესებიდან“,- აღნიშნა კალაძემ.

გარდა ამისა, კახა კალაძე გამოეხმაურა ნიკა გვარამიას განცხადებასაც, რომ საქართველოს გაერთიანების საკითხში ევროკავშირი უნდა ჩაერთოს.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს.

„გვარამიამ რამდენიმე კვირის წინ გააკეთა მსგავსი განცხადება, ჩვენი ტერიტორიების დაკარგვაზე. პარალელებს ავლებდა ყარაბაღთან და სომხეთთან დაკავშირებულ საკითხებზე. ჩვენი დამოკიდებულება ასეთია – ჩვენი პოლიტიკით, ქმედებებით ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ შევძლოთ აფხაზებთან და ოსებთან თანაცხოვრება, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ეს უნდა მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობით, ეკონომიკური განვითარებით და გაძლიერებით“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ვაზისუბანში დღეს ხე წაიქცა და გაჩერებულ მანქანას დაეცა
  • “თერჯოლაში სკოლის რეაბილიტაცია, რომელიც 2025 წელს უნდა დასრულებულიყო, 3 წელია გრძელდება” – ირაკლი კუპრაძე
  • “ჩორჩანას საქმე” გახარიას წინააღმდეგ – სასამართლოში დღეს ვატო შაქარიშვილი და ირაკლი ანთაძე იკითხებიან

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge