სიამაყით მოვისმინეთ პრემიერის განცხადება – ასე გამოეხმაურა კახა კალაძე ირაკლი კობახიძეს.
„სიამაყით მოვისმინეთ პრემიერის განცხადება, რომელმაც ისაუბრა ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც დაკავშირებულია ქვეყანასთან, ქვეყნის მომავალთან, რეგიონში არსებულ მდგომარეობასა და გამოწვევებთან. პრემიერმა ხაზი გაუსვა მსოფლიოში მშვიდობის მიღწევის აუცილებლობას. საუბარი შეეხო ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, რაც მნიშვნელოვანია. ეს ყველაფერი ფაქტებზეა დაფუძნებული და ეკონომიკურ მაჩვენებლებზე, რაც ბოლო პერიოდში გვაქვს. ასევე, პრემიერმა ისაუბრა, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის როლი რეგიონში, თუნდაც ადგილმდებარეობიდან გამომდინარე. საქართველო მზადაა გამოიყენოს ყველა საერთაშორისო პლატფორმა. მზადაა იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ ახალი რეგიონის მშენებლობას მშვიდობის თვალსაზრისით. მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. ეს საკუთარ თავსა და ქვეყანაზე გამოვცადეთ. მშვიდობის შენარჩუნებით ხდება ქვეყნის განვითარება, გაძლიერება” – თქვა კალაძემ და კობახიძის გაეროში სიტყვით გამოსვლას გამოეხმაურა.
