სიამაყით მოვისმინეთ პრემიერის განცხადება, რომელმაც ისაუბრა ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც დაკავშირებულია ქვეყანასთან, ქვეყნის მომავალთან, რეგიონში არსებულ მდგომარეობასა და გამოწვევებთან – მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. ეს საკუთარ თავსა და ქვეყანაზე გამოვცადეთ,- ასე შეაფასა კახა კალაძემ პრემიერის, ირაკლი კობახიძის გაეროს 81-ე გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლა.
მისივე თქმით, საქართველო მზადაა გამოიყენოს ყველა საერთაშორისო პლატფორმა, ასევე მზადაა იმისთვის, რომ ხელი შეუწყონ ახალი რეგიონის მშენებლობას მშვიდობის თვალსაზრისით.
„სიამაყით მოვისმინეთ პრემიერის განცხადება, რომელმაც ისაუბრა ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც დაკავშირებულია ქვეყანასთან, ქვეყნის მომავალთან, რეგიონში არსებულ მდგომარეობასა და გამოწვევებთან. პრემიერმა ხაზი გაუსვა მსოფლიოში მშვიდობის მიღწევის აუცილებლობას. საუბარი შეეხო ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, რაც მნიშვნელოვანია. ეს ყველაფერი ფაქტებზეა დაფუძნებული და ეკონომიკურ მაჩვენებლებზე, რაც ბოლო პერიოდში გვაქვს. ასევე, პრემიერმა ისაუბრა რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის როლი რეგიონში, თუნდაც ადგილმდებარეობიდან გამომდინარე. საქართველო მზადაა გამოიყენოს ყველა საერთაშორისო პლატფორმა. მზადაა იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ ახალი რეგიონის მშენებლობას მშვიდობის თვალსაზრისით.
მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. ეს საკუთარ თავსა და ქვეყანაზე გამოვცადეთ. მშვიდობის შენარჩუნებით ხდება ქვეყნის განვითარება, გაძლიერება“,- აღნიშნა კალაძემ.
კახა კალაძის თქმით, პრემიერს არ გაუკეთებია იმისგან განსხვავებული განცხადებები, რასაც ქვეყნის შიგნით ამბობს.
„არანაირი განსხვავებული მესიჯები არ არის. მოგისმენიათ თუნდაც ჩემს მიერ გაკეთებული განცხადება და ახლაც გავიმეორებ: საქართველოს ხელისუფლება მზად არის ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს. პრინციპულად მნიშვნელოვანია ის, რომ ეს ურთიერთობები იყოს მეგობრული, სტრატეგიული ურთიერთობების მხრივ გამართული.
წინა ადმინისტრაცია იყო არასამართლიანი, არამეგობრული იმ გადაწყვეტილებებით და გამოკიდებულებით, რაც ჰქონდათ ქართველი ხალხის და სახელმწიფოს მიმართ. დღევანდელ პრეზიდენტს და ადმინისტრაციას შეუძლია ეს არასამართლიანი დამოკიდებულება მარტივად გამოასწოროს. ჩვენ მზად ვართ დავიწყოთ თანამშრომლობა ახალი ფურცლიდან“, – აღნიშნა კალაძემ.
