Friday, September 25, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“404 მილიონი ლარი ამოუღეს საქართველოს მოქალაქეებს ჯიბიდან ჯარიმებისა და საურავების სახით…” – რას ამბობს ლევან სამუშია

September 25, 2026
“404 მილიონი ლარი ამოუღეს საქართველოს მოქალაქეებს ჯიბიდან ჯარიმებისა და საურავების სახით…” – რას ამბობს ლევან სამუშია

“ქართული ოცნება” განაგრძობს საქართველოს ძარცვა-გაღატაკებას!” – ამის შესახებ “ლელო-ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა კოალიციის ოფიში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

სამუშიას თქმით, აგვისტოს თვის ჩათვლით საქართველოს მოქალაქეების მიერ ჯარიმებისა და საურავების სახით გადახდილმა თანხამ 404 მილიონი ლარი შეადგინა.

“ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც ხელფასები თავიანთ თავებს ათასებით მოუმატეს – 12, 14, 16 ათასი ლარი აქვთ, პენსიონერებს კი მხოლოდ 20 ლარით გაუზარდეს პენსია” – განაცხადა სამუშიამ.

“ქართული ოცნება” განაგრძობს საქართველოს ძარცვა-გაღატაკებას!

ეს გამოსახულია კონკრეტულ რიცხვებში, კერძოდ, აგვისტოს თვის ჩათვლით 404 მილიონი ლარი ამოუღეს საქართველოს მოქალაქეებს ჯიბიდან ჯარიმებისა და საურავების სახით. ეს არის პარკირების ჯარიმები, როდესაც ქალაქში პარკირება მოუწესრიგებელია და გავლა შეუძლებელია, ავტობუსით და მეტროთი მგზავრობისას გამოწერილი ჯარიმები, ადამიანებს უბრალოდ უჭირთ არჩევანის გაკეთება – მედიკამენტი იყიდონ თუ საკვები. ავტომანქანების ჯარიმები, როდესაც სრულიად მოუწესრიგებელია საგზაო ინფრასტრუქტურა. გახსნეს ავტობანი გრიგოლეთია მიმართულებით, რომელზეც ათობით მილიონია დახარჯული და დღეს ეს ავტობანი დაკეტილია.

ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც ხელფასები თავიანთ თავებს ათასებით მოუმატეს – 12, 14, 16 ათასი ლარი აქვთ, პენსიონერებს კი მხოლოდ 20 ლარით გაუზარდეს პენსია. ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც ოქროს ზოდები და მილიონები ამოაქვთ თავიანთი
სახლებიდან ერთმანეთთან დაპირისპირებულ კლანებს. კორუფციაში იხარშება თავიდან ბოლომდე “ქართული ოცნება”, ხოლო საქართველოს მოქალაქეები ქვეყნიდან გარბიან.

ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც საქართველო 22 737-მა ბავშვმა დატოვა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში – მშობლებმა სკოლებიდან გამოიყვანეს და ემიგრაციაში წაიყვანეს. საქართველო იცლება საქართველოს მოქალაქეებისგან, ვინაიდან აქ ცხოვრება გაუსაძლისია! ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც საქართველოს თავდაცვის მინისტრი
აღიარებს, რომ ჯარს ძარცვავდა, პრემიერ-მინისტრი და უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ბრალდებულნი არიან ქრთამის აღებაზე.

“ქართულ ოცნებას” რომ ჰკითხო მშვიდობა და ეკონომიკური აღმავლობა მოვიტანეთო. რეალურად, ეს არის ის უბედურება, რაც “ქართულმა ოცნებამ” ჩვენს ქვეყანას მოუტანა”. – განაცხადა ლევან სამუშიამ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “საკუთარი თავის არსებობის გასამართლებლად სჭირდებათ, გამოვიდნენ და რაღაც “უწყვეტი”, 677-ე დღე ჩაატარონ…” – რას ამბობს არჩილ გორდულაძე
  • რა ღირს ერთი გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში?
  • №17 პენიტენციურ დაწესებულებაში ნარკოტიკული საშუალების შეტანის მცდელობა აღკვეთეს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge