სუს-მა გარდაბნისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა – განცხადებას უწყება ავრცელებს და წერს, რომ დაკავებულები “გაერთიანდნენ „ისლამურ სახელმწიფოში“, ორგანიზაციის ლიდერის წინაშე დადეს ერთგულების ფიცი და მის მიმართ გამოხატეს უპირობო მორჩილება”
“…გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები გაერთიანდნენ ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოში“, ორგანიზაციის ლიდერის წინაშე დადეს ერთგულების ფიცი (ე.წ. ბაიათი) და მის მიმართ გამოხატეს უპირობო მორჩილება.
დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოს” ლიდერის ერთგულების ფიცის – “ბაიათის” ხელნაწერი ტექსტი, ბეჭედი ისლამური წარწერით, სხვადასხვა სახის ვაზნები, ხელყუმბარა, კაფსულ/დეტონატორი და ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებასა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებას. დანაშაული სასჯელის სახით 10-დან 17-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს” – წერს სუს-ი.
