Friday, September 25, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“დამაზუსტებელ შეფასებაში აღნიშნულია, რომ სკოლის შენობა არ არის ავარიულ მდგომარეობაში…” – რას წერს სოციალურ ქსელში მოძრაობა “21-ე საჯარო სკოლის გადასარჩენად”

September 25, 2026
“დამაზუსტებელ შეფასებაში აღნიშნულია, რომ სკოლის შენობა არ არის ავარიულ მდგომარეობაში…” – რას  წერს სოციალურ ქსელში მოძრაობა “21-ე საჯარო სკოლის გადასარჩენად”

“გიზიარებთ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან 24 სექტემბრის შეხვედრის დეტალებს. გვსურს დაინტერესებულ საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია შეხვედრის შინაარსის, მიღებული გადაწყვეტილებების და დარჩენილი კითხვების შესახებ.
შეხვედრას ესწრებოდნენ 21-ე საჯარო სკოლის პედაგოგები, ადმინისტრაცია, მოსწავლეები, მშობლები, განათლების და მეცნიერების, ასევე, ინფრასტრუქტურის მინისტრები და მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენელი.
შეხვედრაზე ჩვენ კიდევ ერთხელ გავაჟღერეთ ჩვენი 3 მთავარი
მოთხოვნა:
• სრულფასოვანი ალტერნატიული სკოლის შენობა
• შენობის განმეორებითი, საინჟინრო კომპლექსური ექსპერტიზა
• 21-ე სკოლის იდენტობისა და საგანმანათლებლო სპეციფიკის შენარჩუნება
სამინისტრომ გვაუწყა შემდეგი: ექსპერტიზის ბიუროდან მიიღო დაზუსტებული შეფასება 2026 წლის 17 სექტემბრის დასკვნის შესახებ, რომელიც 23 სექტემბერს უწყებათაშორისი კომისიის შეხვედრაზე განიხილა. კომისიამ 21-ე სკოლის შესახებ, ჩვენი ჩართულობის გარეშე, მიიღო საჯაროდ გაცხადებული გადაწყვეტილებები, რომლებსაც ჩვენ არ დავეთანხმეთ.
რას ამბობს განათლების სამინისტრო:
დამაზუსტებელი დასკვნის შედეგად, შენობას აღენიშნება II-III ხარისხის დაზიანებები, რომლებიც საინჟინრო-ტექნიკური თვალსაზრისით განეკუთვნება საშუალო და მძიმე ხარისხის, თუმცა არა ავარიულ დაზიანებებს. შენობის ექსპლუატაცია, როგორც წესი, საფრთხის შემცველია მხოლოდ სეისმური ზემოქმედების შემთხვევაში. ამ ეტაპზე, საჭიროა მოხდეს დასკვნაში მითითებულ ფასადებზე არსებული დაზიანებული ბათქაშის მონაკვეთებისგან კედლების გადაუდებელი გასუფთავება, ბზარების შევსება და დაკვირვება
დამაზუსტებელი შეფასების საფუძველზე სამინისტროს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მოსწავლეთა სკოლაში დაბრუნებამდე საჭიროა კონკრეტული სამუშაოების განხორციელება რამდენიმე კვირის ვადაში. თუმცაღა, მათ ვერ დაგვიზუსტეს სამუშაოების შესრულებისთვის საჭირო დრო და ვერ შემოგვთავაზეს მოსწავლეთა საჭიროებებსა და სკოლის სპეციფიკაზე მორგებული ალტერანტიული ფართი. შემოთავაზება შემოიფარგლებოდა ონლაინ სწავლებით, ან მოსწავლეთა 2 სკოლაში (51-ე და 49-ე), მეორე ცვლაში, განაწილებით.
შეხვედრამდე სამინისტრომ გაავრცელა შემდეგი საჯარო განცხადება: “ზაფხულიდან სკოლაში სრულმასშტაბიანი სარეკონსტრუქციო სამუშაოები განხორციელდება, რა დროსაც სასწავლო პროცესი ალტერნატიულ შენობაში გაგრძელდება”. თუმცაღა, შეხვედრა განათლების მინისტრმა დაიწყო სკოლის დემონტაჟის აუცილებლობაზე საუბრით და აღნიშნა, რომ რეკონსტრუქცია გულისხმობს დემონტაჟს. ექსპერტიზის ბიუროს “დამაზუსტებელი” შეფასება კი გვეუბნება, რომ სკოლამ 2027 წლის ზაფხულიდან უნდა დაიწყოს შენობის გამაგრება-რეაბილიტაცია ან დემონტაჟი.
განათლების სამინისტრომ გამოხატა მზაობა, სკოლის უკან მდებარე სახელმწიფოს საკუთრებაში მყოფი ტერიტორიის სკოლისთვის გადაცემის თაობაზე, რაც ხელს შეუწყობს სკოლის ინფრასტრუქტურის განვითარება-გაფართოებას.
რას ვამბობთ ჩვენ
დამაზუსტებელ შეფასებაში აღნიშნულია, რომ სკოლის შენობა არ არის ავარიულ მდგომარეობაში და რეკომენდაციების შესრულების საფუძველზე შესაძლებელია სკოლაში დროებით დაბრუნება.
სკოლის წარმომადგენლებმა მოვითხოვეთ ფასადის მდგომარეობის მყისიერი შეფასება, 28 სექტემბერს სკოლაში დაბრუნება, სასწავლო პროცესის სრულად აღდგენა და რეკომენდებული სამუშაოების პარალელურ რეჟიმში წარმართვა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ სკოლის წარმომადგენლებმა, დარგის ექსპერტებთან, მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორთან და ინფრასტრუქტურის მინისტრთან დავათვალიერეთ სკოლის შენობა და ველოდებით საბოლოო გადაწყვეტილებას სასწავლო პროცესის აღდგენასთან დაკავშირებით.
დამატებით ვითხოვთ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ ჩატარდეს შენობის კომპლექსური ექსპერტიზა კომპეტენტური სპეციალისტების, დამოუკიდებელი ექსპერტების და სასკოლო საზოგადოების ჩართულობით.
დამსწრეების მხრიდან აღინიშნა, რომ თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სკოლების დემონტაჟთან და/ან რეაბილიტაციასთან დაკავშირებული პროცესების გაჭიანურებისა და წლობით დაუსრულებელი სამუშაოების ათეულობით მაგალითი უნდობლობას იწვევს სამინისტროს გადაწყვეტილებების მიმართ, ამიტომ სკოლის გამაგრება-რეაბილიტაციისა თუ დემონტაჟის შესახებ ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს დამატებით ჩატარებულ სიღრმისეულ კვლევებს და სკოლის წარმომადგენლებთან ინტენსიურ კონსულტაციებს.
სკოლის მოთხოვნებთან შესაბამისი ალტერნატიული ფართის მოძიება და შეთანხმება უნდა მოხდეს წინასწარ, დროულად და ყველა საჭიროების გათვალისწინებით.
ველოდებით სამინისტროს საბოლოო გადაწყვეტილებას, სასწავლო პროცესის 28 სექტემბრიდან (ორშაბათი) აღდგენასთან დაკავშირებით და
ვაგრძელებთ კომუნიკაციას, ჩვენი მოთხოვნების დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით” – წერს სოციალურ ქსელში მოძრაობა “21-ე საჯარო სკოლის გადასარჩენად”.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ივანიშვილი ცოლთან ერთად სიონში, ნოდარ დუმბაძის მეუღლის პანაშვიდზე მივიდა
  • ჯარის ძარცვის საქმე – ვასილ მხეიძე და გიორგი ხაინდრავა ციხეს დღეს დატოვებენ
  • უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე გარდაბნისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge