გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
კერძოდ, კომპანიის ცნობით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 25 სექტემბერს, 10:00-დან 19:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ღულელები, თრანი, ტოლაანთსოფელი, გუდანელები, ხევსურთსოფელი, საყდრიონი, ბოჭორმა და მიმდებარე სოფლებში.
10:40-დან 18:00 საათამდე – აბონენტებს ენერგომომრაგება შეუწყდებათ აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში – კაიშაურები,იუხო, ქვეშეთი, სეთურნი, ზაქათკარი, გუდაური, ვარცლას მთაზე.
11:00-დან 19:00 საათამდე დენი გაეთიშებათ აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ძეგვი, ხეკორძი, ნიჩბისი, ქსანი, სასხორი.
11:00-დან 14:00 საათამდე ელექტროენერგია შეუწყდებათ აბონენტებს სოფელ დიღომში – ვახუშტი ბატონიშვილის, ანდრონიკაშვილის, ბ.ბარათაშვილის, ვ.ცინცაძის, ავთანდილის, კაკაბაძის ქუჩებზე, ჩალიპირებისა და ქედისბოლოს ტერიტორიაზე.
12:00-დან 18:30 საათამდე – აბონენტებს სოფელ გლდანში – ქერჩის, კულა გლდანელის, ფიროსმანის, მაისურაძის, კანდელაკის, მიდელაურის, კობერიძის და მიმდებარე ქუჩებზე, ნასერელას ქედის და თიანეთის გზატკეცილის მიმდებარე ტერიტორიაზე.
14:30-დან 18:30 საათამდე – აბონენტებს სოფლებში – მსხალდიდი, ზემო ლისი, ლისი, წოდორეთი.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
