Thursday, September 24, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“თავს იდეალურად ვგრძნობ, გვაქვს ამბიცია, რომ ამ ჯგუფში წარმატებით ვითამაშოთ”- რას ამბობს ხვიჩა კვარაცხელია

September 24, 2026
ხვიჩა კვარაცხელიამ საქართველოს ნაკრებთან ერთად ივარჯიშა – დღეს ვილი სანიოლი პრესკონფერენციას გამართავს

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, ხვიჩა კვარაცხელიამ ჩრდილოეთ ირლანდიასთან უეფა-ს ერთა ლიგის შეხვედრის შესახებ „დინამო არენას“ საპრესკონფერენციო დარბაზში ისაუბრა.

„ალბათ, ძალიან მნიშვნელოვანია, თუ როგორ დავიწყებთ ტურნირს. ჩვენი მიზანი ჯგუფის მოგებაა. მართალია, ძლიერი მეტოქეები გვყავს, მაგრამ ქულთა მაქსიმუმი უნდა მოვიპოვოთ, რათა მიზანს მივაღწიოთ.

10 დღეში ოთხი თამაშის ჩატარება არავისთვის იქნება იოლი და ძალების აღდგენაც რთულია, თუმცა რამდენიმე წლის წინ მსგავსი გრაფიკით უკვე ვითამაშეთ და გამოცდილება გვაქვს. ბიჭები კარგად არიან და გვაქვს ამბიცია, რომ ამ ჯგუფში წარმატებით ვითამაშოთ. პირადად მე თავს იდეალურად ვგრძნობ, მოტივირებული ვარ და ამ ოთხ მატჩში ყველაფერს პასუხი გაეცემა.

საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს რაც შეეხება, ეს პრიზი დღეს გადმომცეს და ძალიან ბედნიერი ვარ. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც გამოკითხვაში მონაწილეობდა და პირველ ადგილზე დამასახელა.

ვიცოდით, რომ ჩრდილოეთ ირლანდიასთან თამაშს უმაყურებლოდ ვატარებდით, თუმცა მოგვიანებით გავიგეთ, რომ მატჩს ბავშვები დაესწრებიან. იმედია, მოვიგებთ და სახლში გახარებულები წავლენ. რაც შეეხება თორნიკეს (ხვიჩას ძმას), უბედნიერესი ვარ, როდესაც მას მოედანზე ვხედავ. კარგი ბიჭია, სულ კითხვები აქვს, წინსვლა სურს და, იმედია, ჩემზე წარმატებული იქნება.

„ოქროს ბურთზეც“ გეტყვით – რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, რომ ამ ჯილდოზე ვარ ნომინირებული. ჯორჯ ბესტთან მსგავსებაზე ბევრი მსმენია და მიხარია, რომ ასეთ დიდ ფეხბურთელს მადარებენ. ზოგადად, სასიამოვნოა ამ ფეხბურთელების გვერდით ყოფნა. ვამაყობ, რომ პატარა საქართველოს წარმოვადგენ. ბავშვებისთვისაც უფრო რეალური ხდება ოცნება: თურმე, შეიძლება, ამ რბოლაში პატარა ქვეყნის შვილიც მონაწილეობდეს“, – ამბობს კვარაცხელია.

საქართველოს ნაკრები სექტემბერ-ოქტომბერში ერთა ლიგაზე ოთხ შეხვედრას გამართავს. ვილი სანიოლის გაწვრთნილები პირველ ორ მატჩს თბილისში ჩაატარებენ: 25 სექტემბერს – ჩრდილოეთ ირლანდიასთან, ხოლო 28-ში – უკრაინასთან.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „ჭერი იყო საგანგაშო“ – რატომ არ განახლდა სწავლა ბათუმის 27-ე საჯარო სკოლაში
  • “ვიდრე საქართველოს ტერიტორიაზე დგას, თუნდაც ერთი რუსი ჯარისკაცი, არავითარ პირობებზე საუბარი არ არის გამართლებული ან საინტერესო”- რას ამბობს გრიგოლ გეგელია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაზე
  • „ენერგო-პრო ჯორჯია”- აბონენტებს აფრთხილებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge