საქართველოში დედის გინება ნორმალური მოვლენა არ არის და ეს ზოგადად ზრდილობიდან და ეთიკიდან გამომდინარეობს, ამას ევროპელი დიპლომატები რაც უფრო მალე გაიგებენ, მით უკეთესად ჩაწვდებიან ქართულ კულტურას, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოში დედის გინება შემოქმედებითი თავისუფლება არ არის.
„შემოქმედების გამოხატვის თავისუფლების ჩვენც გვჯერა, ოღონდ, მინდა, ევროკავშირის წარმომადგენლობას გადავცე, თუ ეს აქამდე არ იცოდნენ, ვერ ისწავლეს და ვერ გაითავისეს, რომ საქართველოში დედის გინება შემოქმედებითი თავისუფლება არ არის და ქართველი კაცისთვის მიუღებელია. საქართველოში დედის გინება ნორმალური მოვლენა არ არის და ეს ზოგადად ზრდილობიდან და ეთიკიდან გამომდინარეობს. ამას ევროპელი დიპლომატები რაც უფრო მალე გაიგებენ, მით უკეთესად ჩაწვდებიან ქართულ კულტურას“, – განაცხადა სამხარაძემ.
