Thursday, September 24, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ლუქსემბურგში შეხვედრებზე საუბარი გვქონდა ევროკავშირთან ურთიერთობაზეც, ლუქსემბურგის მხარემ გვითხრა, რომ მათთვის ბევრი დეტალი უცნობი იყო”- რას ამბობს ნიკოლოზ სამხარაძე

September 24, 2026
“ევროსაბჭოს რეზოლუციის ავტორებს, ასევე ადამიანებს, რომლებიც ხმას მისცემენ რეზოლუციას, საქართველოს ხელისუფლებასთან დიალოგის არანაირი სურვილი არ აქვთ” – ნიკოლოზ სამხარაძე

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ლუქსემბურგის პარლამენტის თავმჯდომარესთან, ვიცე-სპიკერებსა და კომიტეტის თავმჯდომარეებთან შეხვედრაზე საქართველოს დელეგაციამ სხვადასხვა საკითხი განიხილა, მათ შორის საუბარი შეეხო ორმხრივ ეკონომიკურ თანამშრომლობას, ოკუპაციას და ევროკავშირთან ურთიერთობას.

სამხარაძის თქმით, ლუქსემბურგში შეხვედრები ნაყოფიერი და საინტერესო იყო.

„გვთხოვეს, მათთვის მიგვეწოდებინა მაქსიმალურად ზუსტი და დეტალური ინფორმაცია, რა ხდება ოკუპირებულ რეგიონებში. მივაწოდეთ ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკურ წინსვლაზე. რა თქმა უნდა, საუბარი გვქონდა ევროკავშირთან ურთიერთობაზე. დეტალურად მოვუყევით ის პროცესი, რომელიც საქართველოში 2022 წლიდან ვითარდებოდა, მას შემდეგ, რაც განაცხადი შევიტანეთ. ასევე, დაწვრილებით ვისაუბრეთ 2024 წლის არჩევნებში ჩარევაზე. ბევრი დრო გვქონდა, რათა ლუქსემბურგის მხარისთვის ჩვენი პოზიცია აგვეხსნა და გამოგვეთქვა მზაობა, ასეთივე ფორმატში ევროკავშირის ინსტიტუციებსაც ველაპარაკოთ.

ლუქსემბურგში ნაყოფიერი და საინტერესო შეხვედრა გამოვიდა. შეხვედრის ბოლოს, ლუქსემბურგის მხარემ გვითხრა, რომ მათთვის ბევრი დეტალი უცნობი იყო. მათთვის უცნობი იყო საპარლამენტო ასამბლეასთან დაკავშირებული საკითხი. კერძოდ, საქართველო რატომ არ აგზავნის დელეგაციას ევროსაბჭოში. ასევე, უცნობი იყო, რომ ევროკავშირი საქართველოსგან დღესაც კი ითხოვს, რუსეთს სანქციები დაუწესოს. უცნობი იყო ჩარევის ის დონეც, რომელიც არჩევნებზე მოხდა. მათ არ იცოდნენ, რომ კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსები საქართველოში ჩამოვიდნენ და აქციებზე დადგნენ. მათთვის ამ დეტალების ცოდნა მნიშვნელოვანია, რადგან ახლა ისინი პროცესებს სხვანაირად ხედავენ“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ბათუმში მოქალაქეს მოპედი ეზოდან მოპარეს
  • პაპუაშვილის ევროპაში ვიზიტი ესკალაციის მომზადებაა – ელენე ხოშტარია
  • “საქართველო-ბრიუსელის ურთიერთობების აღდგენის პროცესი უკვე დაწყებულია, ეს პროცესი პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტით დავიწყეთ”- ლევან მახაშვილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge