Thursday, September 24, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“შეიქმნება სამუშაო ჯგუფი და მათ მივაწვდით ინფორმაციას, სად რა არის, რომ ახლებურად განიხილონ საქმე” – კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის მამა

September 24, 2026
“შეიქმნება სამუშაო ჯგუფი და მათ მივაწვდით ინფორმაციას, სად რა არის, რომ ახლებურად განიხილონ საქმე” – კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის მამა

მი­ვაღ­წი­ეთ იმ შე­დეგს, რო­მე­ლიც უნდა დამ­დგა­რი­ყო ცოტა უფრო ადრე. შე­იქ­მნე­ბა სა­მუ­შაო ჯგუ­ფი, ვფიქ­რობ, უახ­ლო­ეს ხა­ნებ­ში უნდა იქ­ნეს სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი, – ამის შე­სა­ხებ კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­დაც­ვლი­ლი 20 წლის ფეხ­ბურ­თე­ლის, ვახ­ტანგ ჩარ­კვი­ა­ნის მა­მამ გა­ი­ოზ ჩარ­კვი­ან­მა, გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რორ გი­ორ­გი გვა­რა­კი­ძეს­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ამ დრო­ის­თვის ის პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან პრო­ტესტს წყვეტს და სა­მუ­შაო ჯგუფს და­ეხ­მა­რე­ბა შე­სა­ბა­მი­სი ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბა­ში.

“შე­იქ­მნე­ბა სა­მუ­შაო ჯგუ­ფი. ამ სა­მუ­შაო ჯგუფ­თან და­კავ­ში­რე­ბით ძა­ლი­ან ბევ­რია ნა­მუ­შე­ვა­რი ჩემი და ჩემი კო­ლე­გე­ბის მიერ, ასე­ვე პრო­კუ­რა­ტუ­რის მხრი­და­ნაც. ვფიქ­რობ, რომ უახ­ლო­ეს ხა­ნებ­ში უნდა იქ­ნეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა.

თუ კი ამ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით ახა­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ და­ე­მა­ტა, გავ­ლი­ლი არის ეს თემა. ჩვენ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი იუ­რის­ტე­ბი ვართ და კარ­გად ვი­ცით, უფრო მე­ტიც, ზედ­მი­წევ­ნით კარ­გად ვი­ცით, სად რა დევს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, პრო­კუ­რა­ტუ­რა­საც შე­ვუ­წყობთ ხელს.

საბ­ჭოს წევ­რებს, ვინც იქ იქ­ნე­ბი­ან, მი­ვაწ­ვდით ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ შე­სა­ბა­მი­სად, ახ­ლე­ბუ­რად გა­ნი­ხი­ლონ საქ­მე და მი­ვაწ­ვდით წერ­ტი­ლოვ­ნად, სად რა არის გან­სა­ხილ­ვე­ლი, რათა 20 ტო­მის საქ­მის თა­ვი­დან წა­კი­თხვა მარ­თლა არ მო­უ­წი­ოთ.

ადა­მი­ა­ნი ხის­თა­ვი­ა­ნი უნდა იყოს, რომ შე­წყვი­ტოს ეს საქ­მე და გა­აგ­რძე­ლოს აქ­ცია. შე­იქ­მნა საბ­ჭო, ად­ვო­კატ­თა კო­ლე­გი­ით. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რა­ღა­ზე უნდა ვიჯ­დე და რა­ღა­ზე უნდა ვი­შიმ­ში­ლო?! იმ ბრალ­დე­ბუ­ლებს ხომ შე­ვუ­წყობ ხელს, მე თვი­თონ რომ და­ვი­ზი­ა­ნო ჩემი ჯან­მრთე­ლო­ბა?!

მი­ვაღ­წი­ეთ იმ შე­დეგს, რო­მე­ლიც უნდა დამ­დგა­რი­ყო ცოტა უფრო ადრე. უფრო ადრე უნდა მომ­ხდა­რი­ყო შეხ­ვედ­რა“, – გა­ნა­ცხა­და ჩარ­კვი­ან­მა.

ცნო­ბის­თვის, კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­დაც­ვლი­ლი 20 წლის ფეხ­ბურ­თე­ლის მა­მამ, გა­ი­ოზ ჩარ­კვი­ან­მა პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან გან­ცხა­დე­ბა დი­ლი­თაც გა­ა­კე­თა და გა­ნა­ცხა­და, რომ ის სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნას ითხოვს.

ჩარ­კვი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბას მოგ­ვი­ა­ნე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა გა­მო­ეხ­მა­უ­რა და გან­მარ­ტა, რომ “ვახ­ტანგ ჩარ­კვი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა 2021 წლის 8 ოქ­ტომ­ბერს, ვახ­ტანგ ჩარ­კვი­ა­ნის მა­მის, გა­ი­ოზ ჩარ­კვი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და­ი­წყო და მიმ­დი­ნა­რე სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის ფარ­გლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა 3 პი­რის მი­მართ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა“.

20 წლის ფეხ­ბურ­თე­ლი ვახ­ტანგ ჩარ­კვი­ა­ნი 2021 წლის 10 სექ­ტემ­ბერს, რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა. მას კო­რო­ნა­ვირუ­სი ჰქონ­და. ოჯა­ხი ჩარ­კვი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბა­ში მე­დი­კო­სებს ადა­ნა­შა­უ­ლებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ბათუმში მოქალაქეს მოპედი ეზოდან მოპარეს
  • პაპუაშვილის ევროპაში ვიზიტი ესკალაციის მომზადებაა – ელენე ხოშტარია
  • “საქართველო-ბრიუსელის ურთიერთობების აღდგენის პროცესი უკვე დაწყებულია, ეს პროცესი პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტით დავიწყეთ”- ლევან მახაშვილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge