ქვეყნების ხმა იმდენად აღარ ისმის. ვფიქრობ ამ პროცესის ნაწილი არის ის, რომ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა საკუთარი ხმა კიდე უფრო ხმამაღლა გააგონონ ბრიუსელს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესი თავის ლოგიკურ განვითარებას პოვებს, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოზე იმსჯელებენ.
დღის წესრიგით, საბჭოზე განიხილავენ:
რუსეთის აგრესიული ომს უკრაინის წინააღმდეგ და ევროკავშირისა და წევრი სახელმწიფოების წინააღმდეგ მიმართული მზარდი ჰიბრიდული კამპანიას;
ახლო აღმოსავლეთს; გაფართოებულ ევროკავშირის გავლენას უსაფრთხოებაზე, ხოლო მიმდინარე საკითხების ფარგლებში საქართველოზე იმსჯელებენ.
ასევე, გაიმართება არაფორმალური დისკუსია უცხოური ინფორმაციული მანიპულაციისა და ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლისა და სტრატეგიული კომუნიკაციის საკითხებზე.
