Thursday, September 24, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“რამდენიმედღიანი ფიქრის შემდეგ მორიგი უტიფარი განცხადება გაავრცელეს – ევროკავშირის წარმომადგენლობამ უნდა განმარტოს, რა სტანდარტებით ხელმძღვანელობს საქართველოში ღონისძიებების დაფინანსებისა და ორგანიზებისას”- რას ამბობს ირაკლი კირცხალია

September 24, 2026
“რამდენიმედღიანი ფიქრის შემდეგ მორიგი უტიფარი განცხადება გაავრცელეს – ევროკავშირის წარმომადგენლობამ უნდა განმარტოს, რა სტანდარტებით ხელმძღვანელობს საქართველოში ღონისძიებების დაფინანსებისა და ორგანიზებისას”- რას ამბობს ირაკლი კირცხალია

რამდენიმედღიანი ფიქრის შემდეგ ევროკავშირის წარმომადგენლობამ მორიგი უტიფარი განცხადება გაავრცელა – ევროკავშირის დაფინანსებით განხორციელებული პროექტების მიმართ საზოგადოებას აქვს ლეგიტიმური კითხვები, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კირცხალია სოციალურ ქსელში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომელიც ფესტივალ „კამარას“ გადადებას ეხებოდა.

როგორც კირცხალია აღნიშნავს, ევროკავშირის წარმომადგენლობამ უნდა განმარტოს, რა სტანდარტებით ხელმძღვანელობს საქართველოში ღონისძიებების დაფინანსებისა და ორგანიზებისას, როგორ უზრუნველყოფს მათი მიზნობრიობის დაცვას და რა პასუხისმგებლობას იღებს საზოგადოებრივი უსაფრთხოების საკითხებზე.

„რამდენიმედღიანი ფიქრის შემდეგ ევროკავშირის წარმომადგენლობამ მორიგი უტიფარი განცხადება გაავრცელა. ამ განცხადების სერიოზულად კომენტირება არასერიოზულია!

უბრალოდ წარმოვიდგინოთ, რომ ბრიუსელის ცენტრში რომელიმე ქვეყნის წარმომადგენლობის დაფინანსებით მოეწყოს ღონისძიება, რომლის სცენიდანაც ევროპელი თანამდებობის პირების, მათი პოლიტიკური გუნდისა და რაც მთავარია, მათი ამომრჩევლის მიმართ (ძალიან რბილად რომ ვთქვათ) შეურაცხმყოფელი მოწოდებები გაისმის. რა რეაქცია ექნებოდათ ევროპულ ინსტიტუტებს და როგორ შეაფასებდნენ ისინი მსგავსი ღონისძიების ორგანიზატორების პასუხისმგებლობას? სწორედ ამ კითხვებზე ველით კონკრეტულ პასუხებს და არა ზოგად შეურაცხმყოფელ განცხადებებს ე.წ. კულტურული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

დიდი ხნის განმავლობაში ე.წ. პროტესტის სხვადასხვა ფორმით მხარდაჭერით საბოლოოდ იქამდე მივედით, რომ საზოგადოებისთვის ევროკავშირმა მიმზიდველობა დაკარგა, რადგან ყველა კარგად ხედავს იმ ფასეულობებისა და ღირებულებების დაუნდობელ განადგურებას, რაზეც ევროპა ყოველთვის იდგა. ეს სწორედ იმ ბიუროკრატიის დამსახურებაა, რომელიც უკვე წლებია, საქართველოს მიმართ ყველაზე უსამართლო დამოკიდებულებით გამოირჩევა.

როდესაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების ნორმალიზებაზე ვსაუბრობთ, ვგულისხმობთ ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ პოლიტიკურ და კულტურულ დიალოგს და არა თანამშრომლობას, რომლის პირობებიც ცალმხრივად განისაზღვრება. ევროკავშირის დაფინანსებით განხორციელებული პროექტების მიმართ საზოგადოებას აქვს ლეგიტიმური კითხვები მათი მიზნების, მონაწილეთა შერჩევისა და დაფინანსების გამოყენების შესახებ. ამ კითხვებზე პასუხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც პროექტების გარშემო პოლიტიკური დაპირისპირება წარმოიშობა.

ევროკავშირის წარმომადგენლობამ უნდა განმარტოს, რა სტანდარტებით ხელმძღვანელობს საქართველოში ღონისძიებების დაფინანსებისა და ორგანიზებისას, როგორ უზრუნველყოფს მათი მიზნობრიობის დაცვას და რა პასუხისმგებლობას იღებს საზოგადოებრივი უსაფრთხოების საკითხებზე.

საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა მხოლოდ დიპლომატიური განცხადებების ნაწილი არ უნდა იყოს, განცხადებების, რომელთაც რეალურ დროში ქვეყნის შეურაცხმყოფელი ქმედებები მოჰყვება!“- წერს კირცხალია.

ცნობისთვის, დანიის კულტურის ინსტიტუტმა სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნა, რომ უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, „კამარა ფესტივალი“ დაგეგმილი სახით ვერ ჩატარდება და, შესაბამისად, ის გადაიდო. ამასთან, ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი იყო მუსიკოს „კორძის“ (ალექსანდრე კორძაია) გამოსვლაც, რომელმაც ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნა, რომ კონცერტი მუქარების გამო სერიოზული საფრთხის წინაშე იყო, ამიტომ იძულებული გახდა ის გაეუქმებინა.

დღეს კი მომხდარს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა გამოეხმაურა და აღნიშნეს, რომ ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის „კრეატიული კომპასი საქართველოს“ ფარგლებში დაგეგმილი ფესტივალის „კამარას“ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მოსაზრებების გამო გადადებისთვის სინანულს გამოთქვამენ. ევროკავშირის წარმომადგენლობაში აცხადებენ, რომ ევროკავშირს შემოქმედებითი გამოხატვის თავისუფლების მტკიცედ სჯერა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ჯუანშერ ბურჭულაძემ შესაძლოა, მიხელ ყაველაშვილს შეწყალების თხოვნით მიმართოს
  • “ჰერჩინსკი ვერაფერსაც ვერ მიმხვდარა, ვის რაში სჭირდება მისი დამტვრეული ქართული”- რას ამბობს შალვა პაპუაშვილი
  • გენერალური პროკურორსა და კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ვახტანგ ჩარკვიანის მამას, გაიოზ ჩარკვიანს შორის შეხვედრა მიმდინარეობს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge