Thursday, September 24, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ე.წ. უწყვეტი პროტესტი მიმართულია იქითკენ, თავის თავს რაღაცნაირად დააჯერონ, რომ არსებობენ, პროტესტის ეს ჯგუფი ფსევდორელიგიურ სექტად ჩამოყალიბდა”- რას ამბობს შალვა პაპუაშვილი

September 24, 2026
„სამარცხვინო თავდასხმა ქართველ ხალხზე და ქართულ სახელმწიფოზე“ – რას აცხადებს შალვა პაპუაშვილი?

ე.წ. უწყვეტი პროტესტი შინაარსისგან დაიცალა და მათი აქტივობები მიმართულია იქითკენ, რაღაცნაირად თავის თავს დააჯერონ, რომ არსებობენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, პროტესტის ეს ჯგუფი ფსევდორელიგიურ სექტად ჩამოყალიბდა.

„მინდოდა, ერთ-ერთ ღირსშესანიშნავ თარიღს გამოვხმაურებოდი, ვინაიდან თავიანთი დღეთაღრიცხვა აქვს ამ კონკრეტულ ჯგუფს და დღეს 666-ე სიმბოლური დღე არის მათთვის, ამ გადასახედიდან კიდევ ერთხელ დაგვენახა ის, რაც დიდი ხანია, უკვე ხელისგულზე დევს. მთლიანად ეს ჯგუფი, ეს ე.წ. უწყვეტი პროტესტი დაიცალა შინაარსისგან და ერთადერთი, საკუთარი თავის გამართლებით არის დაკავებული. ყველა მათი აქტივობა მიმართულია იქითკენ, რაღაცნაირად თავის თავს დააჯერონ, რომ არსებობენ. ამას ვხედავთ მათ ყველა გამოვლინებაში.

რევოლუციური პროპაგანდის ფრონტი დამარცხებულია, აღარავის სჯერა, რომ 2024-2025 წლებში იყო მშვიდობიანი აქციები, აღარავის სჯერა, რომ მათ, ვინც დაკავებული არიან ძალადობისთვის, ძალადობა არ აქვთ ჩადენილი, აღარავის სჯერა, რომ არჩევნები იყო გაყალბებული, მათ შორის თვითონაც აღარ სჯერათ. ატყობთ ოპოზიციის წარმომადგენლებს, სულ უფრო ხშირია განცხადებები, რომ არასწორი იყო მათი საქციელი, როცა ბოიკოტი გამოუცხადეს პარლამენტს, დამარცხდა მთლიანად ამ დღეს უკვე სექტად ჩამოყალიბებული ჯგუფის რევოლუციური პროპაგანდა და საკუთარი თავის დამშვიდებით არიან დაკავებული.

მეორე განზომილება, რაზეც მინდოდა, ყურადღება გამემახვილებინა, არის, რომ ჩვენ თვალწინ, ფაქტობრივად, ეს პროტესტის ჯგუფი ფსევდორელიგიურ სექტად ჩამოყალიბდა, თავისი ყველა დამახასიათებელი ნიშნებით, სიმბოლიკით, რიტუალებით, რომელსაც ისინი ასრულებენ, თავისი ქურუმებით და წინამძღვრებით, თავისი მსხვერპლებით და მოწამეებით, აბსოლუტურად ყველაფრით ხდება გარკვეული მიბაძვა რელიგიისადმი და არის შესაბამისად ფსევდორელიგიური წარმონაქმნი. გამომდინარე იქიდან, რომ არის აგრესიული და ძალადობრივი, სწორედ ფსევდორელიგიური, ფუნდამენტალისტური სექტაა, რომელსაც ჩვენ ახლა ვაკვირდებით. სექტის განსაკუთრებული მახასიათებელია, რომ ის რეზისტენტულია ნებისმიერი უცხო აზრის მიმართ, რომელიც მისი სამყაროს წარმოდგენაში არ ჯდება. ამიტომ გაურბის ნებისმიერ დიალოგს და მოქმედებს დოგმებით, დოგმის დონეზე ჰყავთ აყვანილი დღეს ევროკავშირი და გამოცხადებული აღთქმულ ქვეყნად, რომელზეც რაიმე კრიტიკულის თქმაც არ შეიძლება“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ჯგუფისთვის, რომელიც პროტესტებს მართავს, დისკუსია და დებატები მიუღებელია.

„სხვათა შორის, გველესიანის შემთხვევაც კარგი მაგალითი იყო. ვინმე როგორც კი რამეს, არათუ კრიტიკულს, კითხვას დასვამს – და გველესიანმა თავის ინტერვიუში ისაუბრა, ვიკითხე, ევროკავშირთან დაკავშირებით, რა არის უპირატესობები და რა შეიძლება, იყოს პრობლემურიო – ამას მოჰყვა მთელი კრუნჩხვები, რომელიც დაიმართეს ამ სექტის წარმომადგენლებმა, რადგან ეხები რაღაც მათ სალოცავს, რომელზეც არ შეიძლება, კითხვებიც კი დაისვას. ამიტომ, ეს სერიოზული მოვლენაა, ვფიქრობ, ეს ჯგუფი ჩამოყალიბდა ფუნდამენტალისტურ სექტად, ასეც უნდა შევხედოთ და აქედან გამომდინარე გამოვიტანოთ ჩვენი დასკვნები.

2024 წლის ნოემბერში, როდესაც ძალადობრივ აქციებზე გადაერთო ეს ჯგუფი, გახსოვთ პრემიერ-მინისტრის შეთავაზება, რომ 28 ნოემბრის განცხადებასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრი, მე, მზად ვიყავით მათ ორ წარმომადგენელთან ერთად საჯაროდ, დისკუსიით, ტელევიზიაში დავმსხდარიყავით. კიდევაც განაცხადა, მაშინ თინა ხიდაშელი იყო და მეორე წარმომადგენელი, ფაქტობრივად, სტუდიიდან გამოიყვანეს ეს ადამიანები, რომ არ ყოფილიყო არანაირი დისკუსია. სექტას ეშინია დისკუსიის, ვინაიდან სექტა არ მოქმედებს საღი განსჯით გამოტანილი დასკვნებით. დოგმის სისუსტე კი იმაშია, რომ დისკუსია როცა იმართება მასზე, შესაძლოა, ეს დოგმა გაბათილდეს. ამ ჯგუფში დღეს ყველა ნიშანია, რომ ის არის ფუნდამენტალისტური აგრესიული სექტა. ამიტომ არ უნდა გვიკვირდეს მათგან აგრესიული გამოვლინებები, რიტუალები, რომლებსაც ატარებენ, სლოგანები, შეძახილები, გინებები, ეს ყველაფერი ნაწილია მათი ლიტურგიისა, რომლითაც ეს სექტა არის დაკავებული. არ უნდა გვიკვირდეს, დისკუსია და დებატი მათთვის მიუღებელია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ჰერჩინსკი ვერაფერსაც ვერ მიმხვდარა, ვის რაში სჭირდება მისი დამტვრეული ქართული”- რას ამბობს შალვა პაპუაშვილი
  • გენერალური პროკურორსა და კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ვახტანგ ჩარკვიანის მამას, გაიოზ ჩარკვიანს შორის შეხვედრა მიმდინარეობს
  • პედიატრი ასახელებს 5 ფაქტორს, რომელიც ბავშვებს იმუნიტეტის გაძლიერებაში დაეხმარება

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge