პირდაპირი მსგავსებაა სექტანტურ მიმდინარეობასა და იმ ე.წ. პროტესტს შორის, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წვერმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, რამდენიმე ათეული ადამიანი საზოგადოების მოტყუებას ცდილობს და ისე წარმოჩენას, თითქოს, ეს არის სახალხო პროტესტი.
„არადა, რელიგიურ სექტასთან მსგავსება დიდია. ჩვენ კონკრეტულ გურუებს ვხედავთ, ვის მიმართაც თაყვანისცემა ხდება. პროტესტია არა სახალხო, არამედ ერთი მუჭა ადამიანების, ერთი ბაბლი სურვილია, მსოფლიოს აჩვენონ, თითქოს, ხალხი ხელისუფლების წინაღმდეგია. არადა, რეალობაა – ე.წ. აკაცუკური მოძრაობა მიმდინარეობს, რომლის მიზანია ქვეყანაში მშვიდობის დარღვევა და ქაოსის შემოტანა“,- განაცხადა მათიკაშვილმა.
