ჩინეთის სიჩუანის პროვინციაში მცხოვრებმა 6 წლის ლიან იუნჯიმ რუბიკის კუბის (3x3x3) აწყობაში ქალთა შორის მსოფლიო რეკორდი სამ დღეში ორჯერ მოხსნა.
რუბიკის კუბის მსოფლიო ასოციაციის (WCA) მიერ სერტიფიცირებულ შეჯიბრზე ლიანმა ჯერ საშუალო დრო – 4.52 წამი აჩვენა, შემდეგ კი რეკორდი კიდევ უფრო გააუმჯობესა და 4.27 წამამდე დაიყვანა.
