Wednesday, September 23, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი ოჯახის განცხადებას, რომ მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეზე სისტემატური ძალადობა ხორციელდება, სიცრუეს უწოდებს და აცხადებს, რომ არსებულ ვიდეომასალებში „დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება“

September 23, 2026
პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი ოჯახის განცხადებას, რომ მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეზე სისტემატური ძალადობა ხორციელდება, სიცრუეს უწოდებს და აცხადებს, რომ არსებულ ვიდეომასალებში „დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება“

სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ოჯახის მიერ გავრცელებულ ბრალდებებს ეხმაურება და მათ „სრულ სიცრუეს უწოდებს“.

საუბარია გიორგი დავითაძის ოჯახის მიერ მედიაში გაკეთებულ განცხადებაზე, რომ მსჯავრდებულ დავითაძეს „რუსთავის ციხეში ბადრაგებმა სცემეს და მასზე ძალადობა სისტემატურად ხორციელდება“.

როგორც პატარიძე განმარტავს მსჯავრდებულთან დაკავშირებით შესაბამისი მასალები გადაეცათ როგორც საგამოძიებო ორგანოებს, ასევე სახალხო დამცველის წარმომადგენლებს და არც ერთ შემთხვევაში პენიტენციური სამსახურის მისამართით არათუ დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა, არამედ შენიშვნაც კი არ გამოთქმულა.

,,სამწუხაროდ, გუშინ ჩვენ პენიტენციური სამსახურის მისამართით ვისმინეთ ძალიან მძიმე ბრალდებები მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მშობლების მხრიდან, რაც ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ არის სიცრუე და აბსურდის თეატრი. ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში მსჯავრდებულ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებული ვიდეომასალები გადაეცა როგორც საგამოძიებო ორგანოებს, ისე სახალხო დამცველის წარმომადგენლებს და უკვე მეცხრე თვეა, არათუ დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა, არამედ რაიმე სახის შენიშვნაც არ ყოფილა ჩვენი მიმართულებით“,- განაცხადა გიორგი პატარიძემ.

როგორც პატარიძემ აღნიშნა, მისი პირადი გადაწყვეტილებით 2026 წლის მარტიდან დავითაძესთან დაკავშირებით გადაღებული ყველა ვიდეომასალის დაარქივება ხორციელდება.

,,დამატებით, ჩემი პირადი გადაწყვეტილებით, უკვე მიმდინარე წლის 3 მარტიდან ხორციელდება ვიდეომასალის დაარქივება, რომელიც სრულად მოიცავს მსჯავრდებულ დავითაძის საკანში ყოფნის პერიოდს, ასევე მის ყველა გადაადგილებას №6 პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე”,- განაცხადა გიორგი პატარიძემ.

მისვე თქმით, პენიტენციური სამსახური გამოთქვამს მზადყოფნას ყველა დაინტერესებულ მხარეს მსჯავრდებულ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებით არსებული ვიდეომასალები კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით გადასცეს.

მანვე მოუწოდა ყველას, „თავი შეიკავონ ცრუ და მიზანმიმართული განცხადებებისგან“.

გიორგი პატარიძემ სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

,,აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავუხდი პენიტენციური სამსახურის უკლებლივ ყველა თანამშრომელს და, რა თქმა უნდა, №6 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი პროფესიონალიზმით”, – განაცხადა გიორგი პატარიძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ფეიქრიშვილმა ბიზნესმენს $47 000 მოსთხოვა და მოკვლით დაემუქრა ” – რა წერია ბრალის დადგენილებაში
  • “შუქნიშანთან გაჩერების გამო სცემეს” – დავით ფეიქრიშვილს და კიდევ ერთ პირს ბრალი წარედინა
  • 25-27 სექტემბერს თბილისი მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge