Wednesday, September 23, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“კონომიკური ზრდის ძირითადი მამოძრავებელი იყო ინფორმაციის, კომუნიკაციის, ტრანსპორტისა და დასაწყობების, ასევე მრეწველობის და სხვა სექტორები”- რას ამბობს ვახტან ცინცაძე

September 23, 2026
“კონომიკური ზრდის ძირითადი მამოძრავებელი იყო ინფორმაციის, კომუნიკაციის, ტრანსპორტისა და დასაწყობების, ასევე მრეწველობის და სხვა სექტორები”- რას ამბობს  ვახტან ცინცაძე

აზიის განვითარების ბანკმა, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2026 წლისთვის 6,3%-მდე გაზარდა, რაც წინა პროგნოზთან შედარებით 0,8 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესებას ნიშნავს, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ განაცხადა.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ADB-ის მიერ გამოქვეყნებულ სექტემბრის ეკონომიკური მიმოხილვის ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საქართველოს ეკონომიკამ მოლოდინს გადააჭარბა – 2026 წლის პირველ ნახევარში 7,9%-იანი მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა. მისივე თქმით, ეკონომიკური ზრდა სექტორულად საკმაოდ დივერსიფიცირებულია.

„ეკონომიკური ზრდის ძირითადი მამოძრავებელი იყო ინფორმაციისა და კომუნიკაციის, ტრანსპორტისა და დასაწყობების, ასევე მრეწველობის და სხვა სექტორები. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოში დაფიქსირებული მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური აქტივობის და რეგიონში არსებული დაძაბულობის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე ნაკლებად ასახვის ფონზე, ეკონომიკური ზრდის პროგნოზები გაუმჯობესდა. შედეგად, მიმდინარე წლის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.5%-დან 6,3%-მდე გაიზარდა“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ვახტანგ ცინცაძე ყურადღებას ამახვილებს, რომ ზოგადად კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებს შორის საქართველოს ეკონომიკური ზრდის გაუმჯობესება ყველაზე მაღალია. ამასთან, მისი თქმით, ეს გაუმჯობესება ხდება იმ ფონზე, როცა ზოგადად რეგიონის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი შემცირების მიმართულებით კორექტირდება.

„ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ საქართველოს გააჩნია სწორი, თანმიმდევრული და პროგნოზირებადი ეკონომიკური პოლიტიკა, რომელსაც ენდობა კერძო სექტორი, ენდობიან საერთაშორისო ინვესტორები და ეს აისახება ჩვენს ეკონომიკაში დაფიქსირებულ შედეგებზე. ასევე ჩვენ ველოდებით, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2026 წლისთვის იმაზე გაცილებით მაღალი იქნება, ვიდრე ამას სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები პროგნოზირებენ“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ეკონომიკური ზრდის პოზიტიურ დინამიკასა და საფუძველზე საუბრისას ვახტანგ ცინცაძე ხაზს უსვამს ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე სტრუქტურულ რეფორმებს, ასევე ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რაც მისი შეფასებით, საბოლოო ჯამში ხელს უწყობს ეკონომიკური ზრდის ტემპის დაჩქარებას.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • საქართველოს რკინიგზამ 9 მილიონიანი კონტრაქტი სანქცირებულ რუსულ კომპანიასთან გამარტივებული წესით გააფორმა
  • განსაკუთრებული სისასტიკით მოკლული 22 წლის ბიჭის საქმე: “ცემის შედეგად, მათ შორის, მწვანილის საჭრელი დაფით მოკლეს…” – სასამართლოს ვერდიქტის მოლოდინში, რას ამბობს პროკურორი?
  • ცნობილი ხდება, რომ მსახიობი ჰეიდენ პანეტიერი ნარკოტიკების ზედოზირებით გარდაიცვალა – რა აჩვენა ექსპერტიზამ და რას წერდა გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე?

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge