Wednesday, November 18, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ხელისუფლებას ვირჩევთ იმისთვის, რომ მინიმუმამდე შეამციროს რისკები და ვითარება, სადაც უშუალოდ პირისპირ მოუწევს ყოფნა პოლიციასა და მოქალაქეს “- რას ამბობს ცოტნე კობერიძე

November 18, 2026
„მე თვითონ ახლა გადაწყვეტილება მაქვს მისაღები…“ – რას ამბობს ცოტნე კობერიძე?

ცოტნე კობერიძე აცხადებს, რომ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლას გამართლებულად არ მიიჩნევს. როგორც კობერიძემ პირველი არხის ეთერში, გადაცემაში „დისკუსია აქტუალურ თემაზე“ სტუმრობისას განაცხადა, მსგავს მოქმედებებს ემიჯნება და ამ თემაზე „ენის მოჩლექვა“ საჭირო არ არის.

ამასთან, მისივე თქმით, ზოგადად პრობლემაა, როცა აქტივისტი მარტო რჩება სისტემის პირისპირ, მას პოლიტიკოსები ემიჯნებიან.

„ამბობ, რომ „რუსულ რეჟიმს“ ვებრძვით, დღეს ცხრაზე თუ არ დავამთავრეთ, ხვალ სხვა ქვეყანაში გავჩნდებით, გადავშენდებით, ხელისუფლება კი ყველანაირად ქმნის ვითარებას, რომ ხალხი უნდა დაღალოს, იქმნება კონფლიქტური სიტუაცია. ასეთ კონფლიქტურ სიტუაციაში ხალხი იყენებს ასეთ საშუალებებს. საფრანგეთში სოციალური მოთხოვნებით გამოვიდნენ, ჩვენზე რამდენიმე მდიდარ ქვეყანაშიც და არიან ინდივიდები, რომლებიც ასე იქცევიან“, – განაცხადა კობერიძემ.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, არის თუ არა ორმაგი სტანდარტი, როცა საქართველოში პოლიციელისთვის „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა შეფასდა დემოკრატიის გამოხატულებად, ხოლო იმავე საფრანგეთში – პირდაპირ მკვლელობის მცდელობად, კობერიძემ განაცხადა, რომ ორმაგი თუ სამმაგი სტანდარტები არ არის გასაკვირი, რადგან ეს პოლიტიკაა და სამყარო ამგვარად არის მოწყობილი.

„ხელისუფალი როცა ხარ, გაცილებით უფრო მტკივნეულად აღიქვამ „მოლოტოვსაც“, აქტივისტებსაც, ძალადობასაც. ერთი სტანდარტი რომ არსებობდეს, სხვანაირი სამყარო იქნებოდა და ალბათ პოლიტიკოსები და პარტიები არ დაგვჭირდებოდა. ფაქტი ერთია, ხელისუფლებას ვირჩევთ იმისთვის, რომ ყველაფრისგან დაგვაზღვიოს, მინიმუმამდე შეამციროს რისკები და ისეთი ვითარება, სადაც უშუალოდ პირისპირ მოუწევს ყოფნა პოლიციას და მოქალაქეს. პოლიციას და მოქალაქეს როდესაც პირისპირ ყოფნა უწევთ, არის ჩხუბი, გინება, შეხლა-შემოხლა, ხოლო ორივე მხარეს ზიანდება ადამიანი“, – განაცხადა კობერიძემ.

როგორც კობერიძემ აღნიშნა, არ უნდა მოგვერიდოს მოვლენებისთვის სახელის დარქმევა, ძალადობის მომხრე არ უნდა იყო და, როგორც პროცედურა, ძალადობა უნდა გამორიცხო. „ამის შემდგომ კი, რაც უფრო იშვიათად მოუწევს გაბრაზებულ ადამიანს პოლიციის პირისპირ დარჩენა, მით უფრო ნაკლები იქნება მსგავსი ტიპის ძალადობების შანსი“, – განაცხადა ცოტნე კობერიძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • გახარია პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვაზე – ეს არის ოპონენტების წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკური ანგარიშსწორება
  • ამოღებულია ამანათით ჩამოსული 8 კილოგრამამდე სინთეტიკური ნარკოტიკი – შსს მასშტაბური სპეცოპერაციის დეტალებს ასაჯაროებს
  • “ხელისუფლებას ვირჩევთ იმისთვის, რომ მინიმუმამდე შეამციროს რისკები და ვითარება, სადაც უშუალოდ პირისპირ მოუწევს ყოფნა პოლიციასა და მოქალაქეს “- რას ამბობს ცოტნე კობერიძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge