ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთის საჯარო სკოლა ერთი დღით გახსნეს – სასწავლო დაწესებულება, რომლის რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან 4 მილიონ ნახევარი ლარი დაიხარჯა, დღეს ისევ ადხურულია.
“პირველების” ინფორმაციით, 15 სექტემბერს, სკოლაში მისულ შობლებს განუცხადეს, რომ მოსავწლეებს ისევ მეზობელ სოფელში მოუწევდათ სიარული, რადგან დაწესებულებას სასმელი წყალი ამ დრომდე არ მიეწოდება.
ამასთან, როგორც ირკვევა, სკოლა ახალი სასწავლო წლის დაწყების დღეს, პირველკლასელებისთვის ფორმალურად 1 დღით გახსნეს, ფოტოები გადაიღეს და ისევ დაკეტეს.
შუხეთის საჯარო სკოლის დირექტორი პირველკლასელებთან გამართულ ფოტო-სესიას ადასტურებს, ანრი ხუხუნაშვილი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც წყლის მომარაგების პრობლემა მოიხსნება და სკოლა ინვენტარით მომარაგდება, ბავშვები სკოლაში დაბრუნებას შეძლებენ.
15 სექტემბერს სკოლაში მოსული ბავშვები უკან არ გაგვიბრუნებია – ბავშვებისთვის არ გვითქვამს რომ სწავლას შუხუთის საჯარო სკოლაში ვიწყებდით 15 სექტემბერს. პატრარა სარეაბილიტაციო სამუშაოები იყო დარჩენილი – წყალი და ავეჯით იყო მოსამარაგებელი. დაახლოებით 1 თვის ვადაში უნდა დავბრუნდეთ.
ჩვენ პირველ კლასელები მივიღეთ უბრალოდ [შუხუთის საჯარო სკოლაში]”- აცხადებს სკოლის დირექტორი.
ხუხუნაშვილი ამტკიცებს, რომ სკოლის წყლით მომარაგება 4 მილიონიან პროექტში არ შედიოდა.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტროს ვებ-გვერდზე ამ დრომდე იძებნება მიმდინარე წლის მაისში გავრცელებული ინფორმაცია, სადაც საუბარია, რომ სოფელ შუხუთში 450 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლა სრულად განახლდა.
“პირველების” ინფორმაციით, მსგავსი მდგომარეობაა ნარუჯის საჯარო სკოლაში, სადაც 250 ბავშვი საწავლობს. აღნიშნული სკოლის რეაბილიტაციაც ბიუჯეტს 6 მილიონ ლარამდე დაუჯდა.
სკოლის დირექტორი მედეა ობოლაძე “პირველბთან” კომენტარს არ აკეთებს. ოპოზიცია კი ამბობს, რომ ფაქტით გამოძიება უნდა დაინტერესდეს.
