უზენაესმა სასამართლომ ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის ყვარლის ბაგასა და ბიზნესმენ რევაზ ვაშაკიძის ჩირინას შორის მიმდინარე დავაზე გადაწყვეტილება გამოაცხადა და სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ძალაში დატოვა, რომლის მიხედვითაც, ჩირინას ლაშა პაპაშვილისთვის 1.6 მილიონი ლარის გადახდა აქვს დაკისრებული. საუბარია ე.წ. სკინტლის სკანდალზე. ინფორმაციას მედია BMG ავრცელებს.
მათივე ცნობით, ვაშაკიძემ ყვარლის ბაგას დაკისრებული თანხა უკვე გადაუხადა.
“მე არ ვებრძვი ლაშა პაპაშვილს. ბიზნესში დავა ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ მთავარია სასამართლო იყოს ქვეყანაში დამოუკიდებელი, რომლის გადაწყვეტილებებიც სამართლიანობის და კანონიერების პრინციპებს დაეფუძნება.
ჩვენ, ჩვენი ხელშეკრულების არცერთი პუნქტი არ დაგვირღვევია, მაგრამ თბილისის სასამართლომ არასამართლიანი და არაობიექტური გადაწყვეტილება მიიღო. მან არააკრედიტებული ლაბორატორიის დასკვნა მტკიცებულებად ჩათვალა. ასევე, არასწორად აღებული სინჯებიც მტკიცებულებად ჩათვალა. ამდენად, ჩემი აზრით, სასამართლომ კანონი დაარღვია. შესაბამისად, პრეტენზია მაქვს მოსამართლეებთან, რომლებმაც ეს გადაწყვეტილებები მიიღეს და მიმაჩნია, რომ უნდა გასამართლდნენ. პროკურატურამ უნდა აღძრას საქმე და მათ წინააღმდეგ შესაბამისი ზომები მიიღოს. […]
