“ტვ პირველის” მფლობელმა, ვახტანგ წერეთელმა არხის ახალი სამეურვეო საბჭოს და დირექტორი წარადგინა. საბჭოს პირველი შეხვედრა ტვ პირველში დღეს, 23 სექტემბერს გაიმართა.
“ტვ პირველის” მთავარი ღირებულებები ყოველთვის იყო დამოუკიდებლობა, სიმართლე და საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობა.
მაქსიმალური ღიაობა, ტელევიზიის განვითარებასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში საზოგადოების ჩართულობა ჩვენი გუნდის მთავარი გამოწვევაა – ამ გზაზე დგება თანამედროვე, განვითარების შემდგომ ეტაპზე გადასვლისა და ახალი მედია სტანდარტის დანერგვის დრო.
ჩემი და ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებით შეიქმნა “TV პირველის” საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო, რომელსაც თავად მე ვუხელმძღვანელებ. განაცხადა ვატო წერეთელმა.
საბჭოს წევრებს შორსი არიან:
ირაკლი მელაშვილი, დოდო შონავა, გიორგი მშვენიერაძე, გია ხუხაშვილი, დავით ძიძიშვილი, ირაკლი აფაქიძე, ზაალ უდუმაშვილი, ინგა გრიგოლია და თამარ ჯინჭარაძე.
დღესვე არხის მფლობელმა ვახტანგ წერეთელმა, არხის გენერალური დირექტორის პოსტზე, საბჭოს დირექტორობის ახალი კანდიდატი – ლევან ჯორბენაძე წარუდგინა.
“პირველ სამუშაო შეხვედრაზე საბჭოს წარვუდგინე დირექტორობის ახალი კანდიდატი – ლევან ჯორბენაძე, რომელიც ყველა იდეის განხორციელებაში დაგვეხმარება. მჯერა, რომ ეს ცვლილებები მეტი შესაძლებლობებისა და “TV პირველის” განვითარების ახალი ეტაპის დასაწყისია” – განაცხადა ვახტანგ წერეთელმა..
