Wednesday, September 23, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ეს ფაქტი პოსტფაქტუმ, მასმედიის მეშვეობით გავიგე – ამის შესახებ ოფიციალურად ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციაში არ შემოსულა”- კახა კახიშვილი ჩორჩანაში საგუშაგოს მშენებლობაზე

September 23, 2026
“ეს ფაქტი პოსტფაქტუმ, მასმედიის მეშვეობით გავიგე – ამის შესახებ ოფიციალურად ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციაში არ შემოსულა”- კახა კახიშვილი ჩორჩანაში საგუშაგოს მშენებლობაზე

მე ეს ფაქტი პოსტფაქტუმ, მასმედიის მეშვეობით გავიგე – მთავრობის ადმინისტრაციაში ოფიციალურად ინფორმაცია ამის შესახებ არ შემოსულა, – ამის შესახებ ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩვენების მიცემის შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა, კახა კახიშვილმა, ჟურნალისტებთან განაცხადა.

კახიშვილის თქმით, მისი უფლებამოსილება იყო ყველა კორესპონდენციის შესწავლა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში შედიოდა.

“კითხვა ეხებოდა იმას, იყო თუ არა შემოსული ოფიციალური კორესპონდენცია ამ საკითხთან დაკავშირებით მაშინ, როდესაც მე გახლდით მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. ოფიციალურად ინფორმაცია ამის შესახებ არ შემოსულა, იმიტომ, რომ ყველა ის დოკუმენტაცია, რომელიც შემოდიოდა მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომაზე განსახილველად, ჩემი მეშვეობით ადიოდა პრემიერ-მინისტრთან. მე ვსწავლობდი, ვახსენებდი და შემდეგ ერთად ვადგენდით დღის წესრიგს.

რაც შეეხება კონკრეტულად მინისტრის პრემიერ-მინისტრთან კომუნიკაციას, რა თქმა უნდა, ყოველდღიურად ცალკე კომუნიკაციაც აქვთ და შეიძლება დღეში ათჯერაც ჰქონდეთ. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა არც იცის და ვერც ეცოდინება იმიტომ, რომ ასეთი ფორმატი არასდროს არ არის ცნობილი მთავრობის ადმინისტრაციის უფროსისთვის. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა იცის მხოლოდ ის, რაც ოფიციალურად, დოკუმენტურად შემოდის წერილის სახით ან განხილვის თხოვნით, ოღონდ წერილობით.

მე ეს ფაქტი პოსტფაქტუმ, მასმედიის მეშვეობით გავიგე. ზიანი დადგა თუ არა, ამ საკითხზე მსჯელობს სასამართლო და ამიტომ მე არ მინდა დღეს შევიდე ამ საკითხის განხილვაში და ჩემი შეფასებებით დავამძიმო ან არ დავამძიმო გადაწყვეტილების მიმღები პირები. მე შემიძლია ვისაუბრო მხოლოდ იმ ფაქტებზე, რომელიც უკავშირდებოდა ჩემს უფლებამოსილებას, როგორც ადმინისტრაციის უფროსის. უფლებამოსილებაში შედიოდა ყველა იმ ოფიციალური კორესპონდენციის შესწავლა, რომელიც შემოდიოდა მთავრობის ადმინისტრაციაში განსახილველად. ოფიციალურად ასეთი საკითხები შემოსული არ იყო.

უშუალოდ მინისტრსაც და პრემიერ-მინისტრებსაც ჰქონდათ უშუალო კომუნიკაცია. ბუნებრივია, შეიძლება რაღაც მოხდეს და დღეში 20-ჯერ ჰქონდეთ კონსულტაცია პრემიერს კონკრეტულ მინისტრთან, ვერც მეტყოდა, არც მეტყოდა. პრემიერი არის, ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, მინისტრის ხელმძღვანელი და შესაბამისად, ნებისმიერ საკითხზე, მათ შორის საკადრო, სტრუქტურული თუ სხვა საკითხები იქნება, რა თქმა უნდა, მინისტრსა და პრემიერ-მინისტრს აქვთ კონსულტაციები. ოფიციალური დოკუმენტის გარეშე კონსულტაციები, ბუნებრივია, მინისტრებს შორისაც ხდება, არა მხოლოდ პრემიერსა და მინისტრს შორის.

[მამუკა ბახტაძეს ჰქონდა თუ არა ინფორმაცია] ვერ გამოვრიცხავ, როგორ შეიძლება გამოვრიცხო ის, რაც არ ვიცი.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი არ არის პოლიტიკური თანამდებობის პირი, მინისტრისგან განსხვავებით, ამიტომ პოლიტიკური გუნდის საქმიანობაში მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ვერ ერეოდა, თუ არ იქნებოდა, პირობითად, პრემიერ-მინისტრის თხოვნა, რომ ამ საკითხების განხილვას დავსწრებოდი. როდესაც მინისტრი ვიყავი, რა თქმა უნდა, ვიყავი პოლიტიკური თანამდებობის პირი და შესაბამისად, პოლიტიკური გადაწყვეტილების განხილვაში მონაწილეობას ვიღებდი, მაგრამ იმ პერიოდში ადმინისტრაციის უფროსი ვიყავი”, – განაცხადა კახი კახიშვილმა.

ცნობისთვის, საქმეზე ყოფილი შს და ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიაა ბრალდებული. გიორგი გახარიას ე.წ. ჩორჩანას საქმეზე ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.ბ რალის მიხედვით, გიორგი გახარიამ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სოფელ ჩორჩანასთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს აღმართვის შესახებ გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო, რის შედეგადაც, საოკუპაციო ძალების კონტროლქვეშ აღმოჩნდა დაახლოებით ასი ჰექტარი ტყის მასივი, ადგილი ჰქონდა სხვადასხვა უკანონო აქტივობებს, მძიმე სამხედრო ტექნიკის გადაადგილებას დასახლებული პუნქტებისკენ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე დამატებით მოექცა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების ყობისა და წნელისის მკვიდრთა საცხოვრებელი სახლები.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • წყალი შეწყდება – გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
  • “ღარიბაშვილი თავად ამბობდა, რომ პოლიტპატიმრები საქართველოს არ ჰყავდა… ღარიბაშვილიდან დაიწყო ათვლა? ის არის პირველი პოლიტიკური პატიმარი?!” – რას ამბობს ჭეიშვილი ყოფილ პრემიერზე
  • ” ძალიან ადრე გამოჩნდა გრიპის ვირუსი, ასეთ ადრეულ პერიოდში გრიპის შემთხვევები უჩვეულოა – პირველადი ჯანდაცვის რგოლზეა დატვირთვა, თუმცა სტაციონარებზე დამატებითი დატვირთვა არ შექმნილა”- რას ამბობს ივან ჩხაიძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge